• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის შეეძლება მიიღოს სესხი უცხოურ ვალუტაში და როდიდან უქმდება 200 000-ლარიანი შეზღუდვა? – თურნავა

ალია ავტორი - ალია
21:08 10-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,585

იმ პირებს, რომელთაც შემოსავალი აქვთ უცხოურ ვალუტაში, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სესხი უცხოურ ვალუტაში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, მათთვის 200 000-ლარიანი შეზღუდვა 2024 წლის პირველი იანვრიდან უქმდება.

„თქვენ გახსოვთ, რომ არსებობდა შეზღუდვა იმ პირებზე, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და 200 000 ლარამდე ეკვივალენტის სესხის აღება მათ შეეძლოთ მხოლოდ ლარში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო მთლად სამართლიანი. იმიტომ, რომ ჰეჯირება სწორედ იმას გულისხმობს, რომ პირი იყოს დაცული სავალუტო რისკებისგან. შესაბამისად, იმ პირებს, რომელთაც აქვთ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სესხი უცხოურ ვალუტაში. ეს შეზღუდვა, რაც ადრე არსებობდა მათ მიმართ, მოიხსნება. ეს, ჩვენი აზრით, უპირატესად შეეხებათ იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ემიგრანტები და გზავნილებით იღებენ შემოსავლებს. მეზღვაურებს, რომელთაც აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს და სხვა მსგავს კატეგორიას, ვისაც ძირითადი შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში, ხოლო შეზღუდვის გამო, ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში. ანუ ვისაც აქვს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი. ადრე იყო შეზღუდვა 200 000 ლარამდე, ახლა ეს შეზღუდვა მოვხსენით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

​მისი თქმით, აღნიშნული არის ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება.

„ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარია ჰეჯირება. ჰეჯირება ნიშნავს დაცვას სავალუტო რისკებისგან. სავალუტო რისკებისგან დაცვა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი და იმ ვალუტაში უნდა უწევდეს სესხის მომსახურება, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და არ უწევდეს ყოველთვიურად კონვერტაცია თავისი ხელფასის სხვა ვალუტაში, რათა შეიტანოს ბანკში. შესაბამისად, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რაც რამდენიმე წელია, სებ-ის თაოსნობით ხორციელდება და უფრო სრულყოფილს ხდის ჰეჯირების პოლიტიკას.

ანუ ლოგიკა ისაა, რომ ჰეჯირება არ ნიშნავს მაინც და მაინც ან ლარში ან რომელიმე სხვა ვალუტაში დავაძალოთ ადამიანს სესხის აღება. აქ არის მთავარი, რომ ადამიანი იყოს დაცული. რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი, იმ ვალუტაში მოემსახუროს სესხს. მთლიანობაში ეს ზრდის საფინანსო სისტემის მდგრადობას, მოწყვლადობას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გარე შოკები გაზრდილია და საკურსო მერყეობაც არის საკმაოდ მაღალი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 200 000 ლარამდე სავალუტო სესხების შეზღუდვა 2019 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. ის სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით განისაზღვრა. სებ-ის ახალი ჩანაწერის მიხედვით კი, მოქალაქეებს, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, თავისუფლად შეეძლებათ ნებისმიერი მოცულობის სესხი მათთვის სასურველ ვალუტაში აიღონ.

თეგები: ნათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved