• რეკლამა
  • კონტაქტი
06:36, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის მიანიჭა სასამართლომ ცოტნეს ქონების განკარგვის უფლება და რა პუნქტები ჰქონდათ განცხადებებში შეტანილი დედას და მეუღლეს?

ალია ავტორი - ალია
20:43 08-17-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი სადაც განიხილეს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადება, სადაც იგი ითხოვდა, გიორგი გამსახურდიას სრულად გადაეცეს ცოტნეს ქონების, საავტორო უფლებების, სამეწარმეო საქმიანობის ზედამხედველობა. სასამართლომ ანა ჯაბაურის განცხადება დააკმაყოფილა, დედას – მანანა არჩვაძე-გამსახურდიას კი, რომელიც ასევე ითხოვდა მისთვის მიენიჭებიათ იგივე უფლება – უარი უთხრა.

როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, ანა ჯაბაურმა უარი განაცხადა თავისი უფლებების გაფართოებაზე და სწორედ ამიტომ მოითხოვა სასამართლოსგან, ქონებრივი საკითხები ცოტნეს ძმას, გიორგის ემართა:

ცოტა კიდევ უფრო ადრე, კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, სადაც მანანა არჩვაძე ცოტნეს მხარდამჭერად დანიშვნას ითხოვდა და ცოტნეს მეუღლესთვის მხარდამჭერის სტატუსის გაუქმება სურდა, თუმცა, სასამართლომ არც ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა მას.

რას ითხოვდა, ქალბატონი მანანა სასამართლოზე და რას ითხოვდა ცოტნეს მეუღლე ანა ჯაბაური? – “ალიას” სასამართლოს განჩინებები მოაწოდეს – ჩვენ მათი ნამდვილობა ცოტნეს ოჯახის წევრებთან გადავამოწმეთ და მათ დაგვიდასტურეს.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოთხოვნები იყო შემდეგი:

გთხოვთ, მცნოთ ცოტნე გამსახურდიას მხარდამჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:

ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში…

მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში – მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების/გაყვანის/გადაყვანის, მედიკამენტების შეძენის, ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით/ქვეპროგრამით სარგებლობის, მათ შორის განცხადების მიმართვის, თანხის აღების სფეროში

საბანკო ოპერაციების მართვის, პირადობის ელექტრონული მოწმობის, საპენციო პლასტიკური/ელექტრონული, მათ შორის დამატებითი ბარათის დამზარება/აღება/გაუქმება და საბანკო ანგარიშზე/დაგროვებით საპენსიო ანგარიშე არსებული ფულადი თანხის განკარგვის (მათ შორის საბანკო ოპერაციების განხორციელების, საპენსიო სესხის აღების, თანხის გამოტანა/დარიცხვის მიზნით სფეროში.

შეჩერებული/დაკავებული პენსიის/სოციალური პაკეტის გაცემის/მიღების მოთხოვნისა, გაუცემელი/განაცდური საპენსიო თანხის და სოციალური პაკეტის მოთხოვნა/გაცემა/მიღება სფეროში.

საქართველოს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებიდან და ნებისმიერი კერო სამართლის იურიდიული პირისგან (მათ შორის ნებისმიერი საბანკო დაწესებულებიდან) ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვის სფეროში.

რაც შეეხება მეუღლეს, ანა ჯაბაურს, მისი მოთხოვნები, რომლებიც სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა, ასე გამოიყურება:

დაინიშნოს დროებით მხარდამჭერად

მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში

მედიკამენტების შეძენის და მიღების სფეროში

მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გაყვანა/შემოყვანა

თეგები: ანა ჯაბაურიგიორგი გამსახურდიაცოტნე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved