• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის და რატომ „უმრგვალებენ“ ხელფასებს?

ალია ავტორი - ალია
18:56 12-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,532

ანი დვალიშვილი

იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით თოვლი არ გვაწუხებს, ზამთრის დადგომასთან ერთად, ფერმერები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგნენ. საქმე ის გახლავთ, რომ მათ როგორც საქონელი, ისე ფრინველი, მთლიანად ბაგურ კვვებაზე გადაიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის გაძვირება მოუწევთ. ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდ კომპანიებს სთხოვეს, რომ პროდუქცია ახალ წლამდე არ გააძვირონ, ახალი წლის წინა დღეებში კი…

„ახალი წელი ყველაფერს იტანს და გაძვირება არავის უკვირს. ახალ წელს გაძვირებული პროდუქტი, ნაახალწლევს მცირედით ისევ იაფდებოდა, ახლა კი ასე აღარ იქნება, გაძვირებული პროდუქტი დარჩება, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდიოდა საფურაჟე ხორბალი და სიმინდი, ახლა კი საფურაჟეს ვინ ჩივის, საკვებად ვარგისი ძლივს შემოდის და საფურაჟეს ისეთი ფასი აქვს, პროდუქციის გაძვირების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს“, – გვითხრა ერთ-ერთი დიდი კომპანიის ხელმძღვანელმა.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაძვირებასთან ერთად, გაზაფხულზე აუცილებლად გაძვირდება შხამ-ქიმიკატები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მფლობელებმაც თქვეს, რომ გაზაფხულზე ხვნა-თესვა, საუკეთესო შემთხვევაში, 50%-ით გაძვირდება. ზოგადად, ყველაფრის გაძვირება ავტომატურად აძვირებს მუშა-ხელს და ამიტომაც არის, რიგითი მუშის დღიურმა ხელფასმა ას ლარს რომ უწია. ჰო, ერთი დღით მუშა რომ დაიქირავოთ, 100 ლარის გადახდა მოგიწევთ და თუ ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია, ბევრად მეტის. საბოლოო ჯამში, ისე გამოდის, რომ ხელფასებით და პროდუქტის ფასებით ევროპას კი არ ვეწევით, ვუსწრებთ კიდევ, მაგრამ შემოსავლებით – ვერა. ამ ყველაფრის ფონზე, სულ უფრო უსუსურად გამოიყურება საჯარო მოხელეთა ხელფასები (ქვედა რგოლს ვგულისხმობთ) და ამიტომაც არის, არაერთ სფეროში, 10%-იანი მატება რომ გადაიხედა. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობთ – მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა უკვე მიიღეს მითითება, რომ თუ 10%-იანი მატების შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეს მინიმუმ 100 ლარი არ ემატება, მაშინ ეს ციფრი დაამრგვალონ და ყველაზე ცოტა, სწორედ 100 ლარი დაუმატონ. ანუ, თუ ვინმეს ხელფასი 800 ლარია, 10%-იანი მატების პირობებში, 880-ის ნაცვლად, 900 ლარი გახდება, რაც ერთი შეხედვით ცუდი არ არის, მაგრამ გაძვირებული ცხოვრების ფონზე, უსუსურად და ცოტა სასაცილოდაც გამოიყურება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved