• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვის არ ვაბარებდი: შემახვედრეთ პატრიარქთან, არ შემახვედრეს – ვიტყვი ჩემს ვარაუდს, რომ არ მაპატიეს უწმინდესის ჩემდამი ასეთი სიყვარული” – ჭოხონელიძე

ალია ავტორი - ალია
10:34 03-20-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

ილია მე­ო­რეს სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და. ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა ჩვენ ერს, – ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქზე, ილია მე­ო­რე­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “რე­ზი­უ­მე” აღ­ნიშ­ნა, ილია II-ს იუ­მო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნიჭი ჰქონ­და – “ერთი სი­ტყვაც კი საკ­მა­რი­სი იყო, რომ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი გა­ე­ღი­მე­ბი­ნა”.
“რაც შე­ე­ხე­ბა მის [პატ­რი­არ­ქი] პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს, რომ იცო­დეთ რო­გო­რი პრინ­ცი­პუ­ლი იყო ჩვე­უ­ლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თუ გრძნობ­და, რომ სა­ჭი­რო იყო პრინ­ცი­პუ­ლო­ბა. იცით, რა ფორ­მით გა­მო­ხა­ტავ­და? – იუ­მო­რით. იუ­მო­რის უდი­დე­სი ნიჭი ჰქონ­და. ერთ სი­ტყვას იტყო­და და ირ­გვლივ ყვე­ლა­ნი იცი­ნოდ­ნენ. პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გულ­ჩვი­ლი იყო. გული აგი­ჩუყ­დე­ბო­და იმა­ზე თუ რო­გორ ჰყვე­ბო­და სა­კუ­თარ მშობ­ლებ­ზე. სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და. ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა ჩვენ ერს. მან უდი­დე­სი სი­ტყვა თქვა ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სფე­რო­ში. ყვე­ლას და­ა­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ­სე­ბობს. ეს, სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა“,- გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ.

მომ­ღე­რალ­მა თა­მარ ჭო­ხო­ნე­ლი­ძე პატ­რი­არ­ქთან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის სრუ­ლად ახ­სნას. ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ მის მი­მართ კრი­ტი­კა შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ილია II-ის მხრი­დან მის­და­მი გა­მო­ხა­ტულ ყუ­რა­დღე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას.

“ამ დღე­ებ­ში არ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებ. ვი­ტყვი ჩემს ვა­რა­უდს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მე არ მა­პა­ტი­ეს უწ­მინ­დე­სის ჩემ­და­მი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა. ალ­ბათ, არ მა­პა­ტი­ეს. ვი­ტყვი იმას თუ რა­ტომ მოხ­და. მგო­ნია, რომ თა­ვად უწ­მინ­დე­სი ამა­ზე დამ­თან­ხმე­ბო­და და თავს და­მიქ­ნევ­და, რა­ტომ? – იმი­ტომ, რომ უარი ვთქვი სიმ­ღე­რა­ზე იმ დღე­ზე, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო და­პი­რის­პი­რე­ბა. ეს იყო ოჯა­ხის სიწ­მინ­დის და ლგბტ-ე დღე. მე ვთქვი, რომ – ვერ ვიმ­ღე­რებ, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა და მე ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ.

ზო­გა­დად, წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლის, დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მა­შინ, რო­დე­საც ის სხვა აზ­რზე დგას, თუნ­დაც სხვა ორი­ენ­ტა­ცია აქვს – ადა­მი­ა­ნის მოვ­კლა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ეს ხდე­ბო­და, ამის არა­ერ­თი ფაქ­ტი იყო.

ალ­ბათ, ეს სი­ჯი­უ­ტე არ მა­პა­ტი­ეს. ის ტროლ-ბო­ტე­ბი, რო­მე­ლიც მო­მიქ­სი­ეს, სხვა სარ­ჩუ­ლი და ინ­ტერპრე­ტა­ცია და­უ­დეს ამას, თით­ქოს, ვპ­რო­პა­გან­დი­რებ­დი რა­ღა­ცებს. რო­მე­ლი უფრო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნა­ბი­ჯია: ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს არ მოკ­ლათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო თუ – რომ კლა­ვენ? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს პატ­რი­არ­ქის­გან არ მო­დი­ო­და. 17 მა­ი­სის იდეა პატ­რი­არ­ქის­გან მო­დი­ო­და თუ არა ეგეც არ ვიცი”,- გა­ნა­ცხა­და ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ.

მომ­ღე­რალ­მა გა­იხ­სე­ნა შემ­თხვე­ვაც, რო­დე­საც შო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლეს. მისი თქმით, ტე­ლე­ფო­ნით შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ „დას­ჯი­ლი იყო“ და ვერ იმ­ღე­რებ­და, თუმ­ცა ამას მის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქო­ნია და ტრა­დი­ცი­ას ოჯახ­ში აგ­რძე­ლებ­და.

“შობა მო­დი­დოა, გა­ლო­ბა უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ „შენ დას­ჯი­ლი ხარ და აღარ იგა­ლო­ბებ“. ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩემი დას­ჯა. იქ, სა­დაც ჩვენ ამ გა­ლო­ბას ვას­რუ­ლებ­დით, უამ­რა­ვი ხალ­ხი შე­მო­დი­ო­და ზუს­ტად ამ დროს. მათ თუ ეგო­ნათ, რომ ისი­ნი ჩემ­თვის აუ­დი­ტო­რია იყო ან ტაშს ვე­ლო­დე­ბო­დი, კი­დევ უფრო ცდე­ბი­ან. ამ რი­ტუ­ალს სახ­ლში ვა­ტა­რებ. მა­ინც ვერ დამ­სა­ჯეს.

მას შემ­დეგ ვის აღარ ვა­ბა­რებ­დი – შე­მახ­ვედ­რეთ პატ­რი­არ­ქთან. მინ­და მას ვუ­თხრა ჩემი სათ­ქმე­ლი, ოღონდ მარ­ტო არა. თქვენ­თან ერ­თად , თქვე­ნი თან­დას­წრე­ბით. არ შე­მახ­ვედ­რეს. დღემ­დე მწყდე­ბა გული, რომ მას [პატ­რი­არ­ქს] ვერ შევხდი. იქ , რომ წა­ვალ, შევხდე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და ვე­ტყვი ჩემს სათ­ქმელს იმი­ტომ, რომ მე მის­თვის არას­დროს მი­ღა­ლა­ტია“,- გა­ნა­ცხა­და ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved