4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება.
უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება იმ მეწარმე სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, ვისაც ეს დასვენების დღეები არ შეეხება:
პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;
ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;
ფარმაცევტული საქმიანობა;
24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები;
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;
საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;
სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა;
სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;
საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;
პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;
სამაშველო საქმიანობა;
ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;
უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);
დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;
მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები;
ნარჩენების მართვა;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობა;
სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატების წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;
სასოფლო-სამეურნეო სერვისების მიწოდება;
სადაზღვევო საქმიანობა.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორი. შეზღუდვა არ ეხება ტაქსს და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
კომენტარები