• რეკლამა
  • კონტაქტი
04:58, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის არ ეხება “სავალდებულო უქმეები” – მთავრობის დადგენილება

ალია ავტორი - ალია
10:45 04-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა.

მთავრობის განცხადებით, “სავალდებულო დასვენების დღეების” გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო მაცნეშჯ გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება იმის თაობაზე, თუ რომელი სექტორებისთვის არ ვრცელდება ეს მოთხოვნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სებ-ის რეგულირების ქვეშ მყოფ სუბიექტებზე (ბანკებზე, მიკროსაფინანსოებზე, სესხის გამცემი სუბიექტებსა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებზე) ეს მოთხოვნა არ გავრცელდება. ამასთანავე, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით; შესაბამისად კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სერვისს თუ პროდუქტს აწვდიან სახელმწიფოს, საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობენ.

თავად საჯარო უწყებებს კი დადგენილებით განესაზღვრათ მოთხოვნა, შეიქმნას იმ პირთა ნუსხა, რომლებიც ე.წ. “უქმე დღეების” პერიოდშიც გააგრძელებენ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას. 

მთავრობის დადგენილება ასევე ავალდებულებს ეკონომიკის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რათა მათ გამოსცენ ერთობლივი ბრძანება იმ სექტორების შესახებ, რომლებიც სავალდებულო დასვენების დღეებში შეუფერხებლად გააგრძელებენ საქმიანობას. ანალოგიური ბრძანება მინისტრებმა გამოსცეს 3-15 იანვრის პერიოდისთვისაც, მაშინ დამატებით განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობის 13 სფერო, რომელთაც დასვენების დღეების პერიოდში შეუფერხებლად მუშაობა შეეძლოთ. ეს სფეროები იყო:

გამონაკლისი სფეროების ჩამონათვალი, რომელთაც უქმეები არ ეხებოდა:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა.

4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია და სავაჭრო სექტორში რეალიზაცია.

5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.

6. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.

9. სამაშველო საქმიანობა.

10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).

12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

13. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved