• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის არ დასჭირდება გრანტის მიღებაზე მთავრობის ნებართვა?

ალია ავტორი - ალია
16:56 07-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
479

“ქართული ოცნების” მთავრობამ უცხოური გრანტების წესი დაამტკიცა.

2025 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.

ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კვლავ შეიტანა ცვლილებები კანონში და დაამატა იმ გრანტების ჩამონათვალი, რომელთა მისაღაბადაც მთავრობის ნებართვა საჭირო არ არის.

საბოლოოდ ნებართვის გარეშე შემდეგი სახის უცხოური გრანტის მიღებაა შესაძლებელი:

  • საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე;
  • საქართველოს ფარგლებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე;
  • ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“ („Erasmus+“), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ („Creative Europe“) პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე;
  • 2025 წლის 17 აპრილამდე დადებულ გრანტის ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ გრანტის ხელშეკრულებაში შეიცვალა

 

ამას გარდა, განსხვავებული წესი იმოქმედებს საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე. ამ ინსტიტუტების მიერ გაცემულ გრანტებს მთავრობის თანხმობა არ დასჭირდება, თუმცა თუ ისინი საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გასცემს გრანტს, თავად ეს ორგანიზაცია წარადგენს გრანტის ხელშეკრულების პროექტს.

16 აპრილს ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები და საბოლოოდ აუკრძალა დონორებს მათი ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა. ამ ცვლილების შემდეგ დონორებმა მედიისთვის თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის მიცემამდე ნებართვა მთავრობისგან უნდა აიღონ. მედიის ნაწილში საუბარია მხოლოდ ონლაინ მედიაზე, რადგან მიმდინარე წლის დასაწყისში “ქართულმა ოცნებამ”ტელევიზიებს უცხოური დაფინანსების მიღება უკვე აუკრძალა.

ახალი წესით, დონორებმა საგრანტო ხელშეკრულება მთავრობის უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინონ, რომელმაც 10 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს მისცემს თუ არა რომელიმე დონორს გრანტის მიცემის გაცემის უფლებას. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი დაევალა ანტიკორუფციულ ბიუროს. (ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა კავშირი აქვს ვლადიმერ სტეფანიანის ოჯახს  მოთხილამურეს დაღუპვასთან?
ახალი ამბები

რა კავშირი აქვს ვლადიმერ სტეფანიანის ოჯახს  მოთხილამურეს დაღუპვასთან?

21:02 11-12-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved