• რეკლამა
  • კონტაქტი
08:30, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის აქვს უკეთესი იმუნიტეტი – კოვიდგადატანილს თუ ვაქცინირებულს – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალია ავტორი - ალია
17:16 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

აქვთ თუ არა  კოვიდგადატანილებს უფრო მაღალი იმუნიტეტი, ვიდრე აცრილებს – აღნიშნულ კითხვას  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “დღის კურიერის” ეთერში უპასუხა. 

“მე ნახევრად ირონიითა და ნახევრად სიმართლით, ამაზე პასუხი გავეცი ჩემს სოციალურ ქსელში და ვთქვი, რომ კოვიდგადატანის შემდგომ, შესაძლოა, იყოს კარგი იმუნური დაცვა და ამაში უცხო არაფერია, მაგრამ თუ გადავურჩით ამ ინფექციას.

ამით იმის თქმა მინდა, რომ უშუალოდ კოვიდის პირისპირ დაცვის გარეშე ადამიანების დატოვება – ეს არის სწორედ ბარბაროსული გზა, სადაც სიკვდილობის მაჩვენებელი არის 10-11-ჯერ მეტი ვიდრე აცრილებში.

“კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ უნდა ავიცრათ და ყველა ვირუსის გადატანის იმედად უნდა ვიყოთ” – ეს არის სრული ნონსენსი და მსგავსი განცხადებების გაკეთება ბუნებრივია არავის არ შეშვენის, მითუმეტეს ექიმს, თუმცა კიდევ ერთხელ, შინაარსობრივად ჩვენ თუ ჩავწვდებით, ეს ობიექტური რეალობა ასეთია, მაგრამ კიდევ ერთხელ – აუცილებელია დაცვა ხელოვნური და ხელოვნურ დაცვას სწორედ ვაქცინაცია ჰქვია იმიტომ, რომ კოვიდი შეიძლება დაემართოს აცრილსაც, მაგრამ ეს ალბათობა გარდაცვალების ან მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირებულია. არავინ არ ამბობს, რომ არ უნდა ავიცრათ და კოვიდი გადავიტანოთ – ეს სრული ნონსენსია,” – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ბიძინა კულუმბეგოვი სავარაუდოდ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას გულისხმობდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საუკეთესო იმუნიტეტი კოვიდგადატანილებს უყალიბდებათ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved