• რეკლამა
  • კონტაქტი
02:04, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვის აგინებდნენ, გამოდითო, თუ ამ დროს მდინარესთან იყვნენ და შაქარაშვილს სცემდნენ?“

ალია ავტორი - ალია
22:25 08-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ჟურნალისტი ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება:

„ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს. ითქვა, რომ გიორგი შაქარაშვილს ხიდის ქვეშ, მოასფალტებულ გზაზე მისდევდა სამი პირი და ამასთან, ორმა პირმა წინიდან მოუჭრა გზა. ხიდის ქვეშ გზის გადაღობვის ვერსია პირველად ჩვენ ვთქვით, მაგრამ ეჭვს იწვევდა, ჩავიდა თუ არა გიორგი ხევში. პროკურატურამ თქვა, რომ შაქარაშვილმა გადაუხვია და ჩაირბინა ფერდობზე. გამოძიება ამბობს, რომ ხუთივე მდევარი გიორგი ჩაჰყვა ამ ხევში, ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ გადააგდო წყალში.

ახლა ყურადღება მივაქციოთ ერთ ჩვენებას, რომელიც მისცა ვახტანგ ახვლედიანმა. ახვლედიანი იქვე იმალებოდა მოასფალტებულ გზასთან ახლოს, ბუჩქებში. ხაზს ვუსვამ – იმალებოდა მოასფალტებულ გზასთან, ბუჩქებში.

,,ჩემი დამალვიდან დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში მესმოდა რამდენიმე პირის გინების და მეორეხარისხოვან მოასფალტებულ გზაზე, რომლის მიმდებარედაც მე ვიმალებოდი, რამდენიმე პირის სირბილისა და გადაადგილების ხმა. ასევე აგრესიული და ხმამაღალი შეძახილები, რომ გამოვჩენილიყავით და არ დავმალულიყავით”

ახლა ლოგიკური შეკითხვები:

თუ ხუთივე მდევარი შაქარაშვილს ჩაჰყვა ხევში, მდინარემდე, ახვლედიანი რატომ ამბობს, რომ იქვე, მოასფალტებულ გზაზე ესმოდა მდევრების გინება და სირბილი 10 წუთის განმავლობაში ? ვინ დარბოდა, თუ ხევში იყვნენ ? ან ვის აგინებდნენ, გამოდითო, თუ ამ დროს მდინარესთან იყვნენ და შაქარაშვილს სცემდნენ ? თუ ხევში იყვნენ, ამავდროულად მოასფალტებულ გზაზე ვერ იქნებოდნენ.

მთავარი შეკითხვა – ქვემოთ, ხევში, მდინარესთან დაიჭირეს და სცემეს თუ ზემოთ, იქვე, ხიდის ქვეშ, მოასფალტებულ გზაზე ?

როცა ადამიანს კლავენ და ამ ფაქტის დამალვა უნდათ, მტკიცებულებას შეგნებულად ტოვებენ ხოლმე გამოსაჩენ ადგილზე, მოდით მალე დამიჭირეთო ? ჩანთას ვგულისხმობ. ადამიანი გადააგდეს წყალში და ჩანთა დაენანათ ?“

თეგები: ვახო სანაიაშაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved