• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვირუსი იმდენად ვერაგია, თითქმის გამოჯამრთელებულ პაციენტებშიც მოსალოდნელია უეცარი სიკვდილი” – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

ალია ავტორი - ალია
14:57 11-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“ვირუსი იმდენად ვერაგია, რომ თითქმის გამოჯამრთელებულ პაციენტებშიც კი მოსალოდნელია უეცარი სიკვდილი, ემბოლიის გამო,” – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

“გაზაფხულზე რომ ამბობდნენ “არასწორი მონაცემებია, ბევრად მეტი კოვიდიანი დადის გარეთ, ვიდრე აღრიცხულიაო”- სასაცილოდ არ მყოფნიდა. იმიტომ, რომ მამაძაღლობის გამო მოგონილი ტყუილი იყო და ზუსტად ვიცოდით რაოდენობა. ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოვლენილზე ბევრად მეტი ავადდება ყოველდღიურად. არა, ვინმე კი არ მალავს- ბევრი ვერ, ან არ იტესტება, მკურნალობენ სახლში, ბედს მინდობილები (კარგია, თუ ოჯახის ექიმს მიაწვდინეს ხმა). ვცდილობთ, რომ რამოდენიმე ადამიანს ჩვენმა, სტაციონარის ინფექციონისტებმა გაუწიონ შინ მეთვალყურეობა.
ძალიან მძიმე პერიოდი გვიდგას!!

მხოლოდ მთელი ერის ერთობლივი მობილიზაციით თუ გავალთ ფონს, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით. ძალიან ვერაგი დაავადებაა! თითქმის გამოჯანმრთელებულებშიც იცის უეცარი სიკვდილი, ემბოლიის გამო.. წუხელაც ისეთი ტრაგედია.. ამდენი რამის მნახველი და გადამტანი – თავად შოკში ვარ და უკვე მიჭირს სხვების დამშვიდება, ოპტიმიზმის შენარჩუნება…

პირველ რიგში, ყველანაირად შეეცადეთ არ დაგემართოთ!! ისეთი გადამდებია, ერთს თუ დაემართა, თითქმის ყველას ედება ოჯახში. ახლა თუ ტემპერატურა, ან “გრიპის სიმპტომატიკა” გაქვთ, გაუტესტავადაც ჩათვალეთ 90% კოვიდი გაქვთ. დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, ან ნებისმიერ ინფექციონისტს რჩევისთვის. თუ სუნთქვის უკმარობა არ გაქვთ, იმართება ჩვეულებრივ, როგორც გრიპი- ანუ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველ დღეებში ანტიბიოტიკი!!! მით უფრო- ძლიერი, მაღალი თაობის. მხოლოდ სიცხის დამწევები და ბევრი ცხელი სითხე. სტაციონირება საჭიროა მხოლოდ სუნთქვის უკმარობისას- ნუ დაიკავებთ მძიმე ავადმყოფის ადგილს კლინიკაში – კატასტროფულად არ გვეყოფა ამ შემთხვევაში ადგილები- თუნდაც ხუთჯერ მეტი საწოლფონდი გვქონდეს. გაითვალისწინეთ, პალატებიც გადატვირთული გვაქვს საწოლებით, მდგომარეობის გამო და ნუ გაიკვირვებთ.” – წერს სოციალურ ქსელში დავიდ გადელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved