კალათბურთის ფედერაციის სანქცირებული პრეზიდენტი დღეს საქართველო – საფრანგეთის თამაშს ვერ დაესწრება. ვიქტორ სანიკიძემ რიგაში გამგზავრება ვერ შეძლო. კადრებში, რომელიც “ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრმა თვითმფრინავიდან გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ქომაგებთან ერთად ნაკრების საგულშემატკივროდ ვიქტორ სანიკიძის მეუღლე გაემგზავრა.
ოპოზიციის თქმით, ეს მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული სანქციები ნამდვილად მუშაობს.
წყარო: ტვ პირველი
კომენტარები