• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც ეს ძაღლი მოკალით, არ ხართ ადამიანები!…მითხრეს, რომ ტყვიით მოკლეს. თურმე ანტიკვარ ღობეებს უფუჭებდათ და ამიტომ!..”

ალია ავტორი - ალია
11:22 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირინე მჭედლიძე “პუშკინზე” წერს, ძაღლზე რომელიც მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ანტიკვარულ ღობეებს აფუჭებდა.

“ვინც ეს ძაღლი მოკალით, მინდა, იცოდეთ, რომ არ ხართ ადამიანები! უთბილესი და უჭკვიანესი იყო. პუშკინის ქუჩაზე ცხოვრობდა და პუშკინი შევარქვი. საჭმელს რომ ვაჭმევდი, როგორი მშიერიც უნდა ყოფილიყო, ჯერ თავს მადებდა, მომეფერეო და მერე ჭამდა. ყველაფერი ესმოდა. 15 დღე არ ვიყავი სახლში, დედაჩემს საჭმელი დავუტოვე, რომ დაეყარა, მაგრამ მეუბნებოდა, არსად ჩანსო. ვფიქრობდი, რადგან მე ვერ მხედავდა, ამიტომ აღარ მოდიოდა ჩვენს ეზოსთან. ორი.დღის წინ ჩამოვედი, დღეს საძებნელად წავედი და მითხრეს, რომ ტყვიით მოკლეს. თურმე ანტიკვარ ღობეებს უფუჭებდათ და ამიტომ!..

ზუსტად ვიცი, ახლა ამ პოსტს კითხულობ და ალბათ გამარჯობასაც მეუბნები ხოლმე, ჰოდა, იცოდე, არ ხარ ადამიანი და ნურც მომესალმები! პუშკინისთვის სახლი უნდა დამედგა ამ დღეებში და რა გააკეთე! ალბათ ნაგავშიც მოისროლე! აქვე ყველას ვაფრთხილებ, ჩემი ედი სახლიდან ხშირად იპარება, არის უწყინარი, უყვარს ადამიანები და ძაღლებთან თამაში, კბენა არც იცის, რა არის, ჰოდა, რამეს თუ დაუშავებთ, პასუხს გაგებინებთ უმკაცრესად! ერთხელ უკვე მომიწამლეთ (ექიმს არ დავუჯერე, რომ მითხრა, მოგიწამლესო, ამას არავინ იკადრებდა-მეთქი, მაგრამ ახლა მჯერა), მეორედ არ გაპატიებთ!

და კიდევ, დედამიწა არა მხოლოდ ჩვენთვის შექმნა ღმერთმა, ცხოველებიც გაითვალისწინა. არც უბნებია მხოლოდ თქვენი, ცხოველებსაც აქვთ უფლება, იარონ (ამ პოსტის ქვეშ წყევლას ნუ დაიწყებთ, წავშლი)”, – წერს მჭედლიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved