• რეკლამა
  • კონტაქტი
08:51, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვინც დაადგინა საარსებო მინიმუმი, მას უნდა მისცე თვეში 255 ლარი და უთხრა, კეთილი ინებე და იმყოფინე“

ალია ავტორი - ალია
12:04 12-19-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

„ვინც დაადგინა საარსებო მინიმუმი, მას უნდა მისცე თვეში 255 ლარი და უთხრა, კეთილი ინებე და იმყოფინე“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, საქსტატმა 2025 წლის იანვარ-ნოემბრის საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 288.4 ლარით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი 255.4 ლარით განისაზღვრა.

როგორც შალვა კერესელიძემ გადაცემა „საქმეში“ აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი სიმბოლურ ხასიათს ატარებს და 255 ლარი თვის განმავლობაში ვერანაირი განაწილების ჩარჩოში ვერ ჯდება.

„გათვლილია, რომ თითქოს ეს 255 ლარი ერთ ადამიანს საქართველოში უნდა ეყოს პურისთვის, ბურღულეულისთვის, რძის პროდუქტებისთვის, შაქრისთვის, ზეთისთვის, ხორცისთვის, ბოსტნეულისთვის, ხილისთვის… 2300 კალორიაა გათვალისწინებული საშუალოდ. დაახლოებით, 180 ლარამდე უნდა დაიხარჯოს სასურსათო მიმართულებით. ამას აქვს მეორე მხარეც, არასასურსათო მიმართულება. აქ ხარჯების 30% არის გათვლილი და შედის კომუნალური გადასახადები – გაზი, ელექტროენერგია, დასუფთავება, წყალი. ასევე, შედის ტრანსპორტით სიარული, თუმცა ავტომობილით გადაადგილებაზე არ არის საუბარი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იგულისხმება. გათვლილია ასევე ტანსაცმელი, მედიკამენტები და რა თქმა უნდა, ბრენდირებულ ტანსაცმელზე არ არის საუბარი.

ესე იგი, დარჩენილი 80 ლარი უნდა ეყოს ადამიანს იმისთვის, რომ კომუნალური გადასახადებიც გადაიხადოს, მედიკამენტებიც შეიძინოს, ტანსაცმელიც იყიდოს და ამას დამატებული, ტრანსპორტითაც იაროს. დღევანდელ პირობებში, როცა ყოველდღიურად სამომხმარებლო ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტები კატასტროფულად ძვირდება. ძვირდება არასასურსათო პროდუქტებიც და ზოგადად ცხოვრება. 260 ლარი როგორ უნდა ეყოს ერთ ადამიანს? მაშინ, როდესაც 1 კილოგრამი ხორცი დღეს საქართველოში მინიმუმ 25 ლარი ღირს. ამიტომ, ვერანაირად ვერ ჩასვამ ამ კრიტერიუმებში და ვერ იტყვი, რომ დიახ, ეს მინიმალურად აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს.

ვინც ეს დაადგინა, მაგ ადამიანებს უნდა ჩაუტარო საჯარო ექსპერიმენტი. უნდა ადგე, მისცე 255 ლარი და უთხრა, რომ კეთილი ინებე და იმყოფინე თვიდან თვემდე როგორც კვებაზე, ასევე არასასურსათო მიმართულებით. 1 თვის მერე ისევ უნდა დასვა ცალკე ოთახში და სხვანაირად დაწერს ამ მაჩვენებელს, სხვანაირ გაანგარიშებას გააკეთებს. არა მარტო ის, ვინც შეადგინა, ვინც ამაზე დასტური მისცა, არამედ ისიც ვინც დაეთანხმა, რომ კი სახელმწიფომ დაადგინოს 255 ლარი საარსებო მინიმუმად, ყველა მაგის ღირსები არიან.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ყოველდღიურად ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტები კატასტროფულად ძვირდება, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ეს 255 ლარი, პრაქტიკულად, ატარებს სიმბოლურ ხასიათს. ეს თანხა ვერანაირი განაწილების ჩარჩოში ვერ ჯდება“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved