• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც ამბობს, რომ ის უნდა შევიწყალოთ, არის ბოროტმოქმედი” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
13:22 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

“სააკაშვილის ადგილი არის ციხეში, შეწყალებას მხოლოდ ის იმსახურებს, ვინც თავის ცოდვებს სრულყოფილად აცნობიერებს, ნანობს და ცხოვრების წესის ცვლილებით ცდილობს ჩადენილის გამოსწორებას. – ამის შესახებ სოციალურ ქსლში წერს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე. პოლიტოლოგი სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვინც მის დაჭერას ეწინააღმდეგება და შეწყალებას ითხოვს, ის არის ბოროტმოქმედი.საქართველოს ექს-პრეზიდენტი არის დამნაშავე, მას ბრალი ედება გირგვლიანის მკვლელების მფარველობაში, მათთვის პრივილეგიების უზრუნველყოფაში; დეპუტატ გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანაში; 7 ნოემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკად დარბევაში, 26 მაისის მცირერიცხოვანი, უკანონო მიტინგის მიწასთან გასწორებაში, რასაც ორი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა; სამწუხაროდ, სასამართლო განაჩენში შეუძლებელია ყველა იმ პასუხისმგებლობის ასახვა, რომელიც ამ პერსონას ეკისრება. ციხეების ხორცის საკეპ მანქანებად გარდაქმნა მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. “სიკვდილის ესკადრონები” მისი რეჟიმის მიერ ანთებული მწვანე შუქის გარეშე ვერ გაუსწორდებოდნენ შავაძეს, თეთრაძეს, ვაზაგაშვილებს, რობაქიძესა და სხვებს. სააკაშვილის ხელშეწყობის გარეშე კეზერაშვილი წაგებული ომისა და ჩვენი საერთო საკუთრების ხარჯზე მილიარდერი ვერ გახდებოდა. ყველაფერთან ერთად ის გაექცა მის მიერ შექმნილ სასამართლო სისტემას.
სააკაშვილის ადგილი არის ციხეში, შეწყალებას მხოლოდ ის იმსახურებს, ვინც თავის ცოდვებს სრულყოფილად აცნობიერებს, ნანობს და ცხოვრების წესის ცვლილებით ცდილობს ჩადენილის გამოსწორებას.ვინც ამბობს, რომ ის არ უნდა დავიჭიროთ, უნდა შევიწყალოთ; არის ბოროტმოქმედი. ის ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებია ვერაფერს აკეთებს ამ ექს-დიქტატორის დასაკავებლად, არის არარაობა და ცარიელი ადგილი! ისინი ყველანი ამკვიდრებენ შემდეგ ხედვას: “შეგიძლია ხალხი აწამო, ამოწყვიტო, სახელმწიფო გაძარცვო, ბეღურები ზარბაზნებით დახოცო, სანაცვლოდ იუსტიციის სახლი, პატრული, ბათუმის ბორდელები შექმნა და ყველაფერი შეგრჩება, არავინ პასუხს არ მოგთხოვს! ცოტა ხანი შეისვენებ და შემდეგ კვლავ მოგეცემა უკან დაბრუნებისა და იმავეს გაკეთების საშუალება!” – დიახ, ეს მომავლის საკითხია!
რისი იმედია აქვს სააკაშვილს, როდესაც ჩამოსვლას აანონსებს: თავისი ფანატიკოსი მიმდევრების, რომლებიც ვულკანში ჩახტებიან მის გამო. ათი ფანატიკოსის ხმაურს შეუძლია ათასი პასიური მოქალაქის ნება-სურვილი დათრგუნვა.”ქართული ოცნების” უნიათობის! მათ არც აქტიური, გულწრფელი და ბოლომდე ერთგული მხარდაჭერები ჰყავთ,  არც საერთაშორისო ავტორიტეტი უმაგრებთ ზურგს. ხალხსაც ყელში აქვს ამოსული უსახო ირაკლი კობახიძის, დემაგოგ მამუკა მდინარაძის, დედამიწის სამძიმარ ნათია თურნავასა და ივანიშვილის სხვა  ფავორიტების, მაოხრებლების მმართველობა,მღვრიე წყალში თევზის დაჭერისა და პროფესორ ალასანიასი…რაც არ უნდა მოხდეს, მან უნდა იცოდეს, რომ სასჯელს მაინც ვერ გაექცევა! – წერს ლევან ლორთქიფანიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved