„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში, ჩაშლილ მოლაპარაკებას ეხმაურება:
„რამდენი უმუშავია ბ-ნ დანიელსონს!
უმნიშვნელო წვრილმანების დონეზე შეუსწავლია ჩვენი პოლიტიკური, საარჩევნო, სასამართლო სისტემა. შესწავლის შემდეგ ორივე მხარისათვის მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი ფორმულირებები მოუძებნია, მათი აღსრულებისთვის აუცილებელი ვადები გამოუთვლია და მხოლოდ შემდეგ შეუთავაზებია მხარეებისთვის.
ვინც ამ დოკუმენტს არ მოაწერა ხელი და ჩაშალა შეთანხმება, ყველანი დესტრუქციულ ძალებს წარმოადგენენ. მათ აწყობთ არსებული “სტატუს კვო” და დაუსრულებელი დავა-კამათი აბსურდულ, მეორეხარისხოვან საკითხებზე.“
კომენტარები