• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვინც 1989 წლის 9 აპრილს უშუალოდ არ მოსწრებიხართ, არ დაიჯეროთ რომ იმ დღეს ერთად შეიკრა მთელი ერი“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
17:11 04-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
613

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

„ვინც 1989 წლის 9 აპრილს უშუალოდ არ მოსწრებიხართ თქვენი მცირე ასაკის გამო, არ დაიჯეროთ რომ იმ დღეს ერთად შეიკრა მთელი ერი. 9 აპრილმა მხოლოდ ის ქართველები შეკრა ერთად, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონდა ნაფიქრი საკუთარი კუჭის მიღმა არსებულ ღირებულებებზე. დანარჩენები იდგნენ და სეირს უყურებდნენ. მერე მივიდნენ და დაიჩემეს სხვისი დაღვრილი სისხლი.
სხვისი სისხლის თავისად დაჩემება ყველაზე ამაზრზენი ფარისევლობაა, მაგრამ რა გაეწყობა, გამარჯვებას ცოცხლები იჩემებენ ხოლმე, მკვდრების დუმილის გამო.
9 აპრილის ყველაზე მთავარი სიმბოლო რუსის მიმართ დაძლეული შიშია, ჯოხით ხელში რომ შეაძლებინა თავზეხელაღებულ ქართველს რკინის ტანკთან შეტაკება. მეორედ ანალოგიური რამ 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა რუსულ არმიას ქართული მუშტი მოხვდა ერთხელ, მაგრამ ძალიან მწარედ.
9 აპრილს მხოლოდ ისინი შეიგრძნობენ სრულად, ვისაც დაძლეული შიშით მოტანილი სრული თავისუფლების ფანტომური და ხანმოკლე კაიფის შეგრძნება შეუძლია.
დანარჩენები … დანარჩენები მაინც ვერ გაიგებენ თუ რა მოხდა იმ ცოდვით სავსე ადგილზე 34 წლის წინათ.
არც არის საჭირო.
იმედია, მოვესწრები იმ დღეს, როცა 9 აპრილს დაძლეული და მერე ისევ აშვებული შიში კიდევ ერთხელ დაიძლევა; მანამ კი ისევ უძალო ბოღმას შევებრძოლები; ზუსტად ისეთს, როგორითაც 1989 წლის წლის 10 აპრილს შევყურებდი თბილისის ქუჩებში ჯგუფებად ჩამომდგარ რუსი სალდათების დაბოღმილ სიფათებს, სადღაც თვალების სიღრმეში მაინც რომ უკრთოდათ გაუცნობიერებელი შიში…“
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved