• რეკლამა
  • კონტაქტი
18:06, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინმეს რომ არ ეთარგმნა…” – რატომ დასჭირდა “გრანტების კანონს” ცვლილება – არჩილ გორდულაძე

ალია ავტორი - ალია
16:28 04-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ქართული ოცნების წევრი, არჩილ გორდულაძე, განმარტავს, რატომ იცვლება “გრანტების შესახებ კანონი”.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აქ შინაარსობრივად არც არაფერი იცვლება. მოქმედი რედაქციის მიხედვით საელჩოებზე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე გაცემული თანხები, რომლებიც მომდინარეობს მათსავე სახელმწიფოსგან და მიმართული არის საელჩოს ფუნქციონირებაზე, ეს არ ითვლებოდა გრანტად. გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედებს იერარქიულად უფრო მაღალი ვენის კონვენცია და, შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებას უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კანონს.

იმისათვის, რომ ზედმეტი სპეკულაციები არ მოჰყოლოდა საკითხს, ვინმეს არ ეთარგმნა, მაგალითად, რომ საქართველოს მთავრობასთან არის სავალდებულოდ შესათანხმებელი, თუ საელჩო თავისი სახელმწიფოსგან ოპერაციული ხარჯების დასაფარად და საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად თანხებს იღებს,  შავით თეთრზე პირდაპირ კანონში იქნება ჩანაწერი და სპეკულაციები იქნება აბსოლუტურად მინიმუმამდე დასული.

რაც შეეხება იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ ეს წარმოდგენილი კანონპროექტი დაიხვეწოს, დამატება განხორციელდეს, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კუთხით, შინაარსის უცვლელად, რომ თუ საელჩო საკუთარი მიზნებისთვის იღებს თანხებს საკუთარი სახელმწიფოსგან, ეს არ ჩაითვლება, რა თქმა უნდა, გრანტად და, შესაბამისად, არც საქართველოს მთავრობასთან არ იქნება წარსადგენი გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად.

ამავდროულად, თუ, მაგალითად, საელჩო დააპირებს, რომ გრანტი გასცეს საქართველოს მოქალაქეზე ან ფიზიკურ პირზე, იურიდიულ პირზე, ეს კვლავაც საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას და არაერთი ფაქტია, როდესაც მიმართული იქნა საქართველოს მთავრობისათვის აღნიშნული გრანტის გაცემაზე და მიღებაზე თანხმობის მისაღებად განცხადებები და საქართველოს მთავრობასაც აღნიშნული საკითხი დაკმაყოფილებული აქვს, მაღალი პროცენტულობით, შეგვიძლია დავაზუსტოთ კიდეც” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved