• რეკლამა
  • კონტაქტი
09:46, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ქვეყანას?” – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
15:21 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება, თქვა:

 

“ასეთი მასშტაბის ომი ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი გამოწვევის პირობებში, ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს წევრი ქვეყანა, არც ევროკავშირის. 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას. ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ და გამოდიან ქუჩაში. მთხოვდნენ, მიგვეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები საბრძოლველად. ნებართვა უნდა გაეცა სახელმწიფოს, მთავრობას. ეს იყო პირდაპირ ომში ჩართვის მცდელობა. რა თქმა უნდა, გათვლილი იყო იმაზე, რომ რუსეთის რეაქცია იქნებოდა შესაბამისი და ქვეყანაში, როგორც მათმა კოლეგებმა, პარტნიორებმა უკრაინაში დააანონსეს, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მათი იდეური პარტნიორები, თანამშრომლები და მეგობრები არიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. გვარებს აღარ ჩამოვთვლი, არაფერს ნიშნავს ჩემთვის და არც თქვენთვის, მაგრამ ვიცით მათი გაცხადებული მიზნები, ამოცანები. მათი ამოცანაა, ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. არც სპეკულაციაა, არც ინტერპრეტაციაა, არც მოგონილი ლეგენდა. მათ მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებას ვახდენ. ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. დავანებოთ თავი ყოველგვარ სპეკულაციებს და რაღაც პროგნოზებს. ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და მათი პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, მინდა, ვკითხო ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას? ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო აქ. ესენი ხელისუფლებაში, რომ ყოფილიყვნენ, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ. ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს. ეს გააკეთეს მათ და ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. შემდეგ მათი ამოცანა იყო რევოლუციების მოწყობა“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved