უკანონო პატიმრობაში რჩებიან ოკუპირებული სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს გატაცებული მოქალაქეები. ორივე დაკავებული, კახაბერ ნათენაძე და ვალერი კანიაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი”, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
კომენტარები