• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ უთვალთვალებდა ანა დოლიძეს? – “დარწმუნებული ვარ, ასეა” – ლუკა კურტანიძე

ალია ავტორი - ალია
02:37 02-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე, “ჯორჯიან თაიმსი”-თან, პოლიტიკოს ანა დოლიძის უკანონო თვალთვალზე დასმულ კითხვას ასე პასუხობს:

“ჩემი უდიდესი პასტივისცემა ქალბატონ ანას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში და სხვადასხვა სამსახურებში როდიდან მუშაობენ ეს ადამიანები და ხომ ვერ ვიტყვით, რომ 2012 წლიდან დავიწყეთ ამ სტრუქტურის მშენებლობა? ადამიანებმა, რომელბმაც ვერ მოახდინეს თანაარსებობა და მაინც იმ ცხოვრებით იცხოვრეს… სოდში, კუდში, სპეცსამსახურებში დარჩა ის ადამიანები, რომლებიც იმ ავბედით რეჟიმს ემსახურებოდნენ. როდესაც დასჭირდებოდათ, ამა თუ იმ ფაილზე ჰქონდათ წვდომა. არა მარტო საქართველოში ხდება ასეთი რამ, არამედ ჩვენზე წარმატებულ ქვეყნებში ხდება ასეთი ნივთმტკიცებულებების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით. ვიმეორებ, ჩემი უდიდესი პატივისცემა ანა დოლიძეს, ის ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა სააკაშვილს და სააკაშვილის წინააღმდეგ ამ ულამაზესმა ადამიანმა პირველმა აღიმაღლა ხმა, როდესდაც ბევრი ჩვენთაგანი ჩუმად იყო. ქალბატონ ანას აქვს საფუძველი ასე დასვას საკითხი, მაგრამ შეიძლება ამ კუთხითაც დაისვას საკითხი, ამ პროფესიონალმა ადამიანებმა, რომელბიც იმ რეჟიმს ემსახურებოდნენ გულანთებულნი, კონკრეტულ დროს გამოიყენეს ესა თუ ის ფაილი… მე დარწმუნებული ვარ რომ ასეა.”

“ალია” შეგახსენებთ, რომ უკანონო გზით მოპოვებული ჩანაწერები, უკანონო თვალთვალის ამსახველი აუდიო, ვიდეო ჩანაწერი, ვერ იქნება წოდებული ნივთმტკიცებულებად.

ლუკა კურტანიძემ ასევე ზოგადადაც ისაუბრა ფარულ მოსმენებზე და ის იმეორებს, რომ დარწმუნებულია, ფარულ მოსმენების და თვალთვალის უკან არ დგას “ქართული ოცნება”:

“ჩვენზე კომპრომატები ნაციონალურ მოძრაობას აინტერესებს და არა ქართულ ოცნებას. თქვენ ფიქრობთ, ადამიანები, გივი თარგამაძე, რომელიც ძალიან გაწაფულია, თქვენ ფიქრობთ არ უსმენენ ადამიანებს? იმდენადაა ტექნიკა შორს წასული, თქვენ ტელეფონზე საუბარს, თქვენ მიმოწერას ნებისმიერი ნახავს.

ადამიანები, რომლებიც საეჭვო, დიდი რისკის შემცველები არიან სახელმწიფოებრიობისთვის, ამას წყვეტს შესაბამისი ორგანო და თვალთვალი იქნება, თუ განეიტრალება, ბევრი რამ თუ არ მომხდარა, განეიტრალებულა ისე, ხმაური არ გამოწვეულა… პრევენციის მიზნით, იმ ადამიანებს, რომლებიც რისკის შემცველნი არიან სახელმწიფოებრიობისათვის, რა თქმა უნდა უთვალთვალებენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი და საზოგადოებაც უნდა იყოს მხარდამჭერი. უამრავ ცხელ რეგიონს ვხდავთ, სადაც საქართველოდან მიედინებოდნენ ადამიანები… სახელმწიფო მოქმედებს შესაბამისად. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.

იმდენად შორს წავიდა ტექნოლოგია, შესაძლებელია ამა თუ იმ პარტიისთვის ამ ფაილების შექმნა, შეკვეთას მისვცემ, საერთოდ არ სჭირდება ამას სუსი, არც თავდაცვა და არავინ. ნებისმიერი პარტია, რომელსაც აქვს რესურსი, დაიქირავებს ადამიანებს, ამ საკითხში განათლებულს, მოუსმენენ ნებისმიერ ადამიანს, ჩაიწერენ და მერე მიაწერენ, რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს უამრავი საქმე აქვს ისედაც, რომ კონკრეტულად ვიღაცა ადამიანებს მოუსმინოს. შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ კონკრეტულად იმ ადამიანებზე, რომლებიც სახიფათონი არიან საქართველოს სახელმწიფოსთვის. ამას დავადასტურებ ღვთის წინაშე, ერის წინაშე და ჩემი მეგობრის წინაშე, რომელსაც უდიდეს პასუხს ვცემ.”

შეგახსენებთ, ანა დოლიძე გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ მის საცხოვრებელ ბინაში  უთვალთვალებდნენ, გამოძიების დაწყებას ითხოვდა 2021 წელს.

თეგები: ანა დოლიძელუკა კურტანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved