დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
ვინ უნდოდა ილია II-ს მომდევნო პატრიარქად?!ზოგადად, ის საეკლესიო სისტემას მთლიანად თავის თავზე არგებდა და ნაკლებად აინტერესებდა რა იქნებოდა მომავალში, იტყოდა ხოლმე: “მე რაც შევძელი ის გავაკეთე, მომდევნომ გააკეთოს, რაც მე ვერ შევძელი და ჩემზე უკეთესად”-ო. ანუ ის კმაყოფილი იყო თავისი თავით და ასეთი დამუნათებით იშორებდა პასუხისმგებლობას სამომავლო საკითხებზე და პრობლემებზე. მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომსინოდის წევრი მღვდელმთავრებიდან ყველაზე მეტად ენდობოდა და პატივს სცემდა მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს.დანიელი ერთადერთი ეპისკოპოსი იყო რომელიც საპატრიარქოში ცხოვრობდა და ცხოვრობს, 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ბოლო წლებამდე, ხშირად როცა მოდიოდა წირვა-ლოცვაზე სიონში, მერე სამებაში, როგორც წესი დანიელი თან ახლდა თავის მანქანაში და მისდამი დამოკიდებულებაში იყო თბილი. ზოგადად, იყო ძალიან ეჭვიანი და ფრთხილი, ნებისმიერ ეპისკოპოსში ხედავდა კონკურენტს და თავისთვის საშიშროების შემცველს, მაგრამ დანიელის ერთგულებისა იმდენად სჯეროდა, რომ საპატრიარქოში აცხოვრებდა, ეს მაშინ როდესაც ეპისკოპოსი კანონიკურად ეპარქიაში უნდა ცხოვრობდეს მუდმივად.
იკითხავთ, აბა მეუფე შიო რატომღა დანიშნა მოსაყდრედ 2017 წელსო. ეს იყო რუსეთის საპატრიარქოს დირექტივა, რომელიც იძულებით შეასრულა. იმის მერე ამდენი წელი გავიდა და ერთ საჯარო შექებას, ან მადლობას ვერ ნახავთ ილია მეორისგან შიო მუჯირის მისამართით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მისი შინაგანი გრძნობების ამოსაცნობად.














კომენტარები