• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე მომდევნო 1 თვის განმავლობაში – ასტროლოგის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

ალია ავტორი - ალია
15:22 07-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:

„10 ივლისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი

2021 წლоს მეშვიდე ახალმთვარეობა 10 ივლისს იქნება და ის თბილისის დროით, 5:17 საათზე დადგება. ამ დროს მზეც და მთვარეც კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება და ბუნებრივია, შემდგომი ერთთვიანი პერიოდი ემოციური იქნება. ნებისმიერი ახალმთვარეობა ენერგეტიკული თვალსაზრისით რთული დღეა და სასურველია ამ დღეს (+/- 1 დღე) მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული.

ეს ახალმთვარეობა კირჩხიბის მე-19 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი საბიანური კალენდრის მიხედვით მოუწესრიგებელ, ანარქიულ გამოვლენებზე მიანიშნებს, ხოლო ადამიანებში გარკვეულ ასოციალურობაზეც მიუთითებს.

არ არის გამორიცხული დაუკავშირდეს სკანდალს და ხმაურიან სიტუაციებს.

გარდა ამისა, ეს არის ადამიანში წარსულის და მომავლის, ასევე ცნობიერისა და ქვეცნობიერის ბრძოლა და გარკვეული ასიმილიცია. ადამიანი თითქოს იხლიჩება წარსულსა და მომავალს შორის და უხდება ამ ორი განზომილების აწმყოსთან როგორღაც დაკავშირება. ეს ასევე შეიძლება იყოს ემოციური რყევა ძველ და ახალ კავშირებს, ფასეულობებს, საქმეებს, პროექტებს, იდეებს შორის. ასტროფსიქოლოგიურ დონეზე სწორედ ეს ტენდენციები გააქტიურდება უახლოესი ერთი თვის მანძილზე.

ახალმთვარეობა და საქართველო

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-12 სახლთან, თუმცა ასცენდენტთან შეერთებაში, ამიტომ უახლესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია წინ წამოიწიოს მსჯავრდებულებთან, საპყრობილეებთან, საავადმყოფოებთან, ასევე უშიშროების სამსახურთან და სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებულმა საკითხებმა. მოიმატებს რელიგიასთან დაკავშირებული სკანდალის ალბათობაც.

ასევე მოსალოდნელია გართულდეს ეპიდემიასთან, სტიქიური უბედურებებთან და კატაკლიზმებთან დაკავშირებული საკითხები (ყურადღებას ითხოვს ცეცხლის და წყლის სტიქიასთან დაკავშირებული მოვლენები, ამიტომ ორმაგი დატვირთვით მოუწევთ მუშაობა მეხანძრეებს და ზღვაზე მომუშავე მაშველებს).

ამ პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის მოსალოდნელია საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგეს, განსაკუთრებით უახლოესი 5-6 თვის პერიოდის ფორმირებისთვის. ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნებიეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კირჩხიბის მე-18, მე-19 და 20-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება.

* კირჩხიბების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გადახედონ საკუთარ ინიციატივებს, წამოწყებებს, ასევე ფინანსურ შემოსავლებს და ამ მიმართულებით ახალი ინიციატივები გამოავლინონ.

* ასევე მნიშვნელოვანი იქნება წყლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – მორიელებისთვის და თევზებისთვის. ეს პერიოდი მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხების დალაგების საშუალებას მოიტანს. არ არის გამორიცხული მათ შეძლონ ძველი პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით შემოქმედებით პროექტებთან, პირად ცხოვრებასთან, სწავლასთან და განვითარებასთან დაკავშირებით.

* კუროებისთვის და ქალწულებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობებს შექმნის. გარდა ამისა, მოსალოდნელია მათი დახმარება გარშემომყოფებს ან სულაც უცნობ ადამიანებს დასჭირდეთ. მათ ცხოვრებაში წინ წამოიწევს მეგობრული კავშირები, თანამოაზრეებთან ურთიერთობა, ასევე საჭირო ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემის საკითხები. რაც შეეხება თხის რქებს, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნება უფრო მეტი ემოციური განტვირთვა, დასვენება, ფიზიკური ძალების აღდგენა.

* მცირედით დისჰარმონიული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის. მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გახდება პრიორიტეტული საკითხების მოგვარება და ინფორმაციის ეფექტიანად გამოყენება. გაზრდილი იქნება იმის ალბათობა, რომ მათ ენერგია და დრო მეორეხარისხოვანი საკითხების მოგვარებაში გაფლანგონ, რაც ცხადია, არასწორი იქნება.

* შედარებით რთული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძისთვის ლომისთვის და მშვილდოსნისთვის. მათ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ეს განსაკუთრებით კონფლიქტურ სიტუაციებს და ურთიერთობებს ეხება. არ არის სასურველი წინდაუხედავად მოქმედება. რეკომენდებულია წინსვლა ნელ-ნელა, ეტაპობრივად. ასე წარმატების მიღწევა უფრო რეალური იქნება

ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved