სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
,,სამ დიდ მისიაში, მათ შორის ყველაზე ხანგრძლივ ავღანეთის მისიაში, ქართველმა ჯარისკაცებმა, რიგითებმა, სერჟანტებმა, ოფიცრებმა თავისი სისხლით და ოფლით უდიდესი პატივისცემა და მოწიწება დაიმსახურეს პარტნიორი ქვეყნების სამხედროებსა და პოლიტიკოსებს მხრიდან. მათი მეცადინეობით ჩვენ ნატო-მდე ერთი ნაბიჯი გვქონდა გადასადგმელი.
დღეს კი ნატო-ს სამიტზე წასვლა დაგვეზარა. ვინ მოგცათ უფლება, რომ ქართველი სამხედროების წლების მონაპოვარი სიბრიყვის გამო გადახაზოთ? რატომ არ სცემთ პატივს ქართველი მეომრების თავგანწირვას? ისინი ხომ თქვენგან განსხვავებით სამშობლოსთვის სიცოცხლეს წირავდნენ? დღეს ნატოს სამიტზე არ წასვლა ხომ მომავალში ქართველი ჯარისკაცების დასაღვრელი სისხლის სანქცირებაა? ფაქტიურად ჩვენ დღეს მშვიდობის მიზერული შანსიც კი გადავხაზეთ.”
კომენტარები