• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ვინ იყო ბუკნარში ჩასული? – ფირუზ წულუკიძე, რომლის ციხიდან დახსნას ჩატაევი ცდილობდა

ალია ავტორი - ალია
18:19 01-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის უკვე ამოწურული იყო, თუმცა მოულოდნელად ერთმა ჯგუფმა ამ შეთანხმებას უნდობლობა გამოუცხადა და  თქვა, რომ კონფლიქტი არ დასრულებულა.

„თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული არ დავიშლებით, ჩვენი ძმები ჩამოვლენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უფრო ფართომაშტაბიან აქციას ვაანონსებთ“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივი მუსლიმების ნაწილი გუშინვე ამბობდა, რომ შეთანხმება შედგა და დაპირისპირება ამოწურულია. ზოგი არც იმას მალავს, რომ ადგილზე ვითარების არევას სხვა რაიონიდან ჩამოსული პირები ცდილობენ, ერთ-ერთ ასეთად კი აჭარელი მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე სახელდება – რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ სერიოზულ სკანდალში გაეხვია.

2020 წლის ივლისში, წულუკიძემ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და თორნიკე რიჟვაძის მამა, საარჩევნოდ დახმარების სანაცვლოდ, მას და მის ოჯახს გარიგებას სთავაზობდა. ფირუზ წულუკიძე ამბობდა, რომ მისი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც “დროებას” მოუყვა ე.წ. ზონდერ ბრიგადების არსებობისა და პოლიციაში გამართული კონსპირაციული შეხვედრის შესახებ.

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის 20 წლის ფირუზ წულუკიძე 2013 წელსაც მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა, მაშინ ის ამბობდა,რომ იმის გამო, რომ მუსლიმია, წვერი აქვს და მარხულობს, მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვეს.

იგივე 2013 წელს იგი ოფიციალურად გასამართლდა.

მაშინ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფირუზ წულუკიძე ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, იუსუფ ლაკაევს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში.

ოფიციალური ინფორმაციით, მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას უწევდა, ასევე, ბათუმში დროებით მცხოვრები თემურ ბახუნტარიძე. დაკავების დროს ლაკაევმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს და ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის თანამშრომელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს წულუკიძე და ბახუნტარიძეც.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გაავრცელა მაშინ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლშიც შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომე­ლი თე­მურ ბა­ხუნ­ტა­რა­ძე­ს ეუბნება:

თე­მურ კვან­ტა­ლი­ა­ნი, შსს:

-“როცა მთავ­რდე­ბა ვარ­ჯი­ში და გრძელ­დე­ბა შეკ­რე­ბა, არ უნდა აცხა­დებ­დეს ის ხალ­ხი, რომ რა­ღაც ზე­გავ­ლე­ნის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტის გამო ისი­ნი ვერ ამ­ბო­ბენ ამა­ზე უარს და უწევთ ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დარ­ჩე­ნა.”

თემურ ნაბუხტარაძე:

-“მე ქა­და­გე­ბას ვერ შევ­წყვეტ. თუ ის ბავ­შვე­ბი ჩემ­თან აღარ მოვ­ლენ, მოდი მეთ­ქი, არ ვე­ტყვი. თუ მოვ­ლენ და მე­ტყვი­ან, რაც აინ­ტე­რე­სებთ, მი­ი­ღე­ბენ იმას, რაც აინ­ტე­რე­სებთ. თუ იმან ჭი­და­ო­ბის გარ­და სხვა რა­ღა­ცაც შე­მე­კი­თხა, იმა­საც ვუ­პა­სუ­ხებ.”

2015 წელს საქართველოს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობას საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილმა ჩატაევმა აუდიო მუქარა გამოუგზავნა და ციხიდან რამდენიმე პირის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენს ქვეყანაში ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა. ჩატაევი ითხოვდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის და აჭარელი მოჭიდავეების გათავისუფლებას – საუბარია თემურ ბახუნტარიძეზე და ფირუზ წულუკიძეზე, რომლებიც სამართალდამცველებმა ერთად დააპატიმრეს, 2013 წლის 13 სექტემბერს.

„საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისა და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება“ – ასეთი შინაარსის აუდიომუქარა გამოგზავნა 2015 წელს აჰმედ ჩატაევმა, სადაც ის აიუფ ბორჩაშვილის და ბახუნტარიძე-წულუკიძის გათავისუფლებას მოითხოვდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ იგივე 2013 წელს, როცა ფირუზ წულუკიანი დაიჭირეს, აჰმედ ჩატაევა თავად გაათავისუფლა ციხიდან საქართველოს მთავრობამ.

“ალია” შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს სკანდალური განცხადება გააკეთა სუსის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ “რელიგიურ შუღლს სახელმწიფო უწყებებში მოკალათებული ადამიანები აღვივებენ”

თეგები: ფირუზ წულუკიძეჩატაევი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved