ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დღეს მტკვარში გოგონა დახრჩობას გადაარჩინა და თავად დაიღუპა, რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ლაშა მესხი აქვეყნებს და წერს:
„შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში…
ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა… დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე….
მშვიდად განისვენე ძმაო გოშე… გმირები არ კვდებიან
იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს)“
კომენტარები