• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინ იგებს ასეთი თამაშით? – ქოცები! ოპოზიციას რომ ჰქონოდა ერთიანი შტაბიევროპელები და ამერიკელები მოითხოვდნენ რამე ძალიან კონკრეტულს” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
21:09 10-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,090

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:

ასეთი მდგომარეობა გვაქვს: გახარია ერთ რამეს ითხოვს, ვაშაძე მეორეს, არასამთავრობოები მესამეს ამბობენ, მიშა მეოთხეს, პრეზიდენტი მეხუთეს, ახალი მეექვსეს.
ამ ყველაფერს უყურა ევროკავშირმა, ცალკე ბორელმა და ცალკე ჰერჩინსკიმ, და ყველა ზემოხსენებული მოთხოვნა გააერთიანა ერთ ზოგად გზავნილში – სასწრაფოდ მოხდეს გამოძიებაო. ოღონდ კონკრეტულად რა და ვინ უნდა გამოიძიოს, ეს გაუგებარია.
ამის პასუხად, ქოცებმა, აგერ ვასრულებთ ევროკავშირის მოთხოვნას და ჩვენი პროკურატურა გამოიძიებსო.
ვინ იგებს ასეთი თამაშით? ქოცები.
რა უნდა მომხდარიყო:
გავიგე რომ ეს ოპოზიცია არ არის ერთიანი და იქ ვიღაცეებს ერთად გამოჩენაც ეხამუშებათ, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ არა ერთიან მინისტრთა კაბინეტზე და პირად ამბიციებზე შეთანხმებაზე, არამედ ყველასთვის მართლა საერთო პრობლემაზე – არჩევნები მოიპარეს და თუ ამას წინ ერთად არ აღვუდექით, ყველას ერთად დაგვამთავრებენ.
ახლა ოპოზიციას რომ ჰქონოდა ერთიანი შტაბი სამუშაო დონეზე, რომელიც საერთოდ არ გამოეჭენებოდა საჯაროდ, მაგრამ შეიმუშავებდა საერთო გზავნილებს, ასეთი სტრატეგიული კომუნიკაციის შემთხვევაში ევროპელების და ამერიკელების განცხადებები იქნებოდა არა ზოგადი, არამედ მოითხოვდნენ რამე ძალიან კონკრეტულს.
მაგალითად, ძალიან სწორ რამეს ამბობს გახარია: გასაჯაროვდეს მონაცემები ვინ და რა დროს მისცა ხმა, რომ ადამიანებმა შეამოწმონ ვინმემ ხომ არ ისარგებლა მათი ხმით. ეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა. ვიცით რომ იყო მასშტაბური კარუსელი. ამ გადამოწმებით მყისიერად დადგინდება ეს ფაქტი და ამით დამთავრდება არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი. უნდა გადამოწმდეს ეს ბაზები და ეს უნდა მოხდეს საარჩევნო აპარატების კომპანიის ხელში მყოფი ბაზების შედარებით ცესკოს ბაზებთან. ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ ეს ბაზები წაიშლება.
ეს არის გზა არჩევნების მოპარვა აჩვენო უმოკლეს ვადებში.
მაგალითად, ვენესუელაში ოპოზიცია ძალიან კონკრეტულ და ერთ რამეს ითხოვდა – ხელისუფლებას გაესაჯაროვებინა ყველა ოქმი. ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, რადგან ეს მის მარცხს წარმოაჩენდა, მაგრამ ამის ფასად გადაიხადა ის, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო აღიარება ვერ მოიპოვა.
თუ ბაზების გახსნა საქართველოში გახდება საერთო ოპოზიციური მოთხოვნა, რომელიც დასავლეთელი პარტნიორების პირით განმეორდება ყოველდღიურ რეჟიმში, ამის შედეგი იქნება ორიდან ერთი:
1. ხელისუფლება გაასაჯაროებს ბაზებს, რაც დაადასტურებს მასობრივ კარუსელს და ეს მთლიანად დაამთავრებს ლეგიტიმაციის საკითხს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
2. ხელისუფლება ათასი მიზეზის მოდებით არ გააკეთებს ამას და აღმოჩნდება მადუროს პოზიციაში. ანუ, ლეგიტიმაცია მაინც ვერ მოხდება.
ოღონდ, ეს მოთხოვნა უნდა იყოს საერთო, დასავლეთს უნდა მოვთხოვოთ რომ იგივე მოითხოვოს. ასე ძალიან კონკრეტულ შედეგზე გავალთ. მოდი, დღესვე დავიწყოთ ასეთ საკითხებზე ოპოზიციის საკოორდინაციო შტაბის შექმნით.
ახლა სად მივდივართ: გვაქვს ზოგადი გამოძიების მოთხოვნა, რომელსაც ქოცების პროკურატურა შეასრულებს, შეგვითრევს გრძელ ბიუროკრატიულ პროცესში და ასე უშედეგოდ და უსახელოდ დამთავრდება ეს ამბავი.
რა ვიცი, რამე უმაღლესი მათემატიკის ფორმულაზე მგონი არ ვსაუბრობ და რანაირად ხდება, რომ ამ ხალხს ქვეყნის მართვა უნდა და ასეთი უუბრალოესი საკითხის გადაწყვეტა თავში არავის მოსდის?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved