• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ დგას გახარიას წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარის უკან? – “იწყება მისი პოლიტიკური მკვლელობის ოპერაცია” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:27 03-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

“თუ ვივარაუდებთ, რომ ხელისუფლების გარკვეულ ჯგუფს მართლაც ჰქონდა გახარიას მოშორების გეგმა, მაშინ მისი გადადგომა მათთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგი იყოს. ამ თეორიის თანახმად, შეიძლება დავუშვათ ისიც, რომ ყველაფერი სწორედ ამისთვის გაკეთდა.

თუ ამ მსჯელობას გავყვებით, სცენარი შეიძლება ცოტა სხვანაირად ყოფილიყო დაგეგმილი, ანუ შესაძლოა ვიღაცას სურდა, ეს სპეცოპერაცია სწორედ გახარიას ჩაეტარებინა და მერე ჯერ 20 ივნისის ამბების და ახლა უკვე მელიას საქმის გამო მისი სრული დისკრედიტაცია მომხდარიყო, რასაც ის გადაჰყვებოდა კიდეც…

ფაქტია, რომ გახარია არაკომფორტული ფიგურა იყო იმ მმართველობითი ფილოსოფიისთვის, რასაც ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული აბსოლუტური ძალაუფლება ჰქვია. არავისთვის არის დასამალი, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო შედეგში ლომის წილი სწორედ გიორგი გახარიამ ითამაშა, ძალიან ბევრი ადამიანი აიკიდა ზურგზე, რომელთაც აჩუქა ძალაუფლება. არ ვამბობ, რომ მხოლოდ გახარია იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ მოდი, გულწრფელად ვთქვათ – “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა” ორ ადამიანს – მას და ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა, დღეს კი არცერთი მათგანი ფორმალურად ხელისუფლებაში აღარ არის. პოლიტიკაში არიან თუ არა, ეს სხვა საკითხია…


შესაძლოა, გახარიამ დაინახა ეს საფრთხე და ამიტომაც გადადგა, რასაც მოჰყვა მოვლენების სხვა გზით განვითარება. რადგან პირველი გეგმა ჩაიშალა, მერე უკვე განხორციელდა მეორე, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ახალმა პრემიერმა ცნობილი გამოსვლის შემდეგ მოახერხა და ქვეყანა რამდენიმე წლით უკან გადააგდო… არ გამოვრიცხავ, რომ იმ ჯგუფს, რომელსაც ეს ხალიჩისქვეშა თამაშები ჰქონდა ჩაფიქრებული, ვერ წარმოედგინა, თუ ასეთ მძიმე შედეგებს მიიღებდა, თუმცა, ვიმეორებ – რაც გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი, მხოლოდ ვარაუდია. რა თქმა უნდა, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლების ეს ქცევა იყო მხოლოდ და მხოლოდ სიბრიყვე და კუნთების თამაში, ქვეტექსტის გარეშე…
გახარიას წინააღმდეგ შავი პიარი მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიცით ეს ტექნოლოგიური ხაზი. ადამიანი, რომელიც გადის სისტემიდან, ამ სისტემისთვის პოტენციურ საფრთხედ იქცევა, მით უფრო, ისეთი ფიგურა, რომლის პოლიტიკური წონა დარჩენილი სისტემის პოლიტიკურ წონას აჭარბებს. ამიტომაც იწყება მისი პოლიტიკური მკვლელობის ოპერაცია.


ბუნებრივია, ეს შავი პიარი მოდის ხელისუფლებიდან. ნახეთ, რა ვითარება მივიღეთ – ადამიანის მიმართ, რომელმაც ამ გაუგებარ მასას ძალაუფლება აჩუქა, ელემენტარული მადლიერებაც არავის გამოუხატავს. ბუნებრივია, დღეს მისი დისკრედიტაცია “ქართული ოცნების” ამოცანაა, ამისთვის კი ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ. ისინი ამ ეტაპზე არაპირდაპირ იმოქმედებენ, არ გამოჩნდებიან და ამ ურაპატრიოტული, ანგაჟირებული ჯგუფების მეშვეობით წარმართავენ გახარიას გასაშავებელ” კამპანიას, რომ ემანდ არაფერი გაბედოს და პოლიტიკაში არ შემობრუნდეს. არ გამოვრიცხავ, რომ უფრო შორსაც წავიდნენ.

დღევანდელი გადასახედიდან გახარიას გააქტიურება ნაკლებად სავარაუდო მგონია. მეეჭვება, ის ამას აპირებდეს, თუმცა პოლიტიკიდან წასვლა რთული პროცესია, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ წავიდოდი პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ წავედი… ქართულ სისტემას აქვს ასეთი ფსიქოლოგია, შეიძლება ითქვას, ნახევრად კრიმინალურიც, როცა სისტემიდან გასვლა ღალატად ფასდება და სისტემა იწყებს შენ წინააღმდეგ მოქმედებას. სწორედ ეს ხდება ახლა გახარიას შემთხვევაში და ეს ძალიან სახიფათო პროცესია. სწორედ ამ მიზეზით მავანს უწევს პოლიტიკაში დარჩენა, რათა თავი დაიცვას.
პოლიტიკიდან ჩემი წასვლის თაობაზე ბევრი შეთქმულების თეორია შეითხზა, მათ შორის ის, რომ მე გამომიშვეს, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომლის განხორციელება ძალიან რთული აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე სცადა ჩემი შენარჩუნება, ბოლოს ურეკში ჩამიყვანა მეუღლესთან ერთად და კიდევ ერთხელ მოსინჯა ნიადაგი პოლიტიკაში ჩემი დარჩენისთვის… მოკლედ, ეს ადამიანურადაც ძალიან რთული იყო… ახლა გახარიაც ამ მდგომარეობაშია. მას აქვს სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი, რომლის რეალიზება შეუძლია, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მაინც მგონია, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იქნება. მის პოლიტიკაში შემობრუნების შანსს ასე შევაფასებდი – 50/50.”

თეგები: გია ხუხაშვილიგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved