• რეკლამა
  • კონტაქტი
04:32, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ დაუკავშირდა გოგი თოფაძეს და ვინ სთხოვა საქმის გადაწყვეტა “მოსამართლე” ივანიშვილს? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
18:05 03-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მანამდე კი, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ჯერ მუხლი შეეცვალა და საქმე გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, როდესაც გამოძიების ინფორმაციით ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრა. 19 წლის ბიჭს 10-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის, რამდენიმე მძიმე. გავრცელებული ინფორმაციით, ბუსა ჟვანია მივიდა თოფაძეების სახლში, დაჭრა ლევანი და წავიდა, სწორედ ამიტომ დაიწყო თავდაპირველად საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით და ბუსა ჟვანიას 7-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შემდეგ ახალგაზრდა ციხეს დაახლოებით 1 წელიწადში დატოვებს.

შეთანხმება 5 თებერვალს შედგა, სასამართლომ კი დაკავებულს სამ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. აქიდან 1.6 წელი პატიმრობას ითვალისწინებს, დანარჩენი კი გამოსასწორებელი ვადა.
ბუსა ჟვანიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ბუსა ჟვანიას დედა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოჯახი შეწყალების თხოვნას არ აპირებს. ნინო ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მისი შვილი ციხეში გამოცდებისთვის მოემზადა.

რაც შეეხება გოგი თოფაძეს, მისი თქმით, თუ ბუსა ჟვანიამ ციხე წელიწადნახევრზე ადრე დატოვა, “ჟვანიებს პრობლემები შეექმნებათ”.

“სამი წელი მისჯილი აქვს, წელიწადნახევარში გამოვა, ამაში არ ჩავერევით, ჩვენ მათ ბევრი დავუთმეთ. მაგრამ თუ წლის ბოლომდე გამოვა, ვინმემ თუ მოგვატყუა დიდ ხათაბალაში გაეხვებიან. თუ რამეს იმაიმუნებენ თავის თავს დააბრალონ”- ამბობს თოფაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე გოგი თოფაძეს ბიძინა ივანიშვილმაც კი დაურეკა – 2020 წლის ოქტომბერში გოგი თოფაძე ჰყვებოდა:

“დე­დას “ვუ­ნა­მი­ო­კე”, ეყო­ფა, რაც ჩა­ი­დი­ნა შენ­მა შვილ­მა – მეთ­ქი. რამ­დე­ნი კაცი უნდა დაჭ­რას კი­დევ, 3-დან 6 წლამ­დე იყოს ცი­ხე­ში. იჯ­დეს, მოჭკვი­ან­დე­ბა. ბიჭ­მა რა­ღაც ხომ უნდა გა­ი­გოს, დაჯ­დეს ცოტა ხანი, რომ მიხ­ვდეს, ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა.

დე­და­მი­სი ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც მი­ვი­და, ბი­ძი­ნაც კი მე­სა­უბ­რა ამ თე­მა­ზე. ჯო­ბია, დრო­ზე და­ვამ­თავ­როთ ეს ამ­ბა­ვი, გა­და­ე­ცით, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა უფრო გა­ურ­თულ­დეს საქ­მე. რამ­დენ­ჯერ გა­და­დე­ბენ სა­სა­მარ­თლოს? ვი­ღა­ცებს რე­ვენ და ალ­ბათ ამი­ტომ დე­ბენ პრო­ცესს. ჩემ­გან მეტს ნუ­რა­ფერს ელი­ან. საკ­მა­რის დათ­მო­ბა­ზე წა­ვე­დით, მა­გათ კიდე გა­ა­მარ­თლონ უნ­დათ, ასე არ გა­მო­ვა!”

მართალია, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, მაგრამ საქმეში პირადად იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილი! როგორც ხედავთ, თავიდან გოგი თოფაძე ითხოვდა, რომ მინიმუმ 3 წელი მაინც გაეტარებია ბუსა ჟვანიას ციხეში, თუმცა, კიდევ ერთ დათმობაზე წამოსულა უკანასკნელ რამდენიმე თვეში.

აბა, მოსამართლე ივანიშვილი წავიდაო? აბა, საქართველოში საქმის გარჩევები არ ხდება, სასამართლო წყვეტსო?

“ბიძინასთან მისულა ნინო ჟვანია – რამდენი კაცი უნდა დაჭრას კიდევ მისმა შვილმა?”
თეგები: გოგი თოფაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved