• რეკლამა
  • კონტაქტი
04:32, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ დაჯავშნა ძვირადღირებული სასტუმროები ალპებსა და ემირატებში?

ალია ავტორი - ალია
21:18 02-04-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

გასულ კვირას, ჩემს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფბ პოსტს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ისე მედიაში….

საქმე კი ეხებოდა, ერთ- ერთი ტურისტული ფირმის, კერძოდ კი, „თრეველ შოფის“ მიერ, შვეიცარიაში დაჯავშნილ სასტუმროსა და სამგზავრო ბილეთებს, რომელიც ამირან გამყრელიძის შვილის ოჯახმა შეისყიდა!

თითქოსდა, არც არაფერი სკანდალური არ უნდა ყოფილიყო ამ ინფორმაციაში, მაგრამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქვეყანა ჩაკეტილ, ლოქდაუნის რეჟიმშია და ის ხალხი, რომლებიც სამთავრობო ტრიბუნებიდან მოგვიწოდებენ, დარჩით სახლშიო და  ბაკურიანსა და გუდაურში სათხილამურე ტრასებს კეტავენ, მათი შვილების ოჯახები შვეიცარიის ალპებში მიფრინავენ ფილტვების გასაჯანსაღებლადოო?

მართალიცაა, რადგან ამირან გამყრელიძის შვილს, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველს, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” დირექტორს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, თავად ჰქონდა კოვიდ 19, რომელიც შარშან იტალიიდან დაბრუნებულმა „გასტროლიორმა“ თანამშრომელმა ჩამოუტანა და ეს საზოგადოებისთვის მაშინვე გახდა ცნობილი!

ჩემი ფეისბუქ წერილი, უმალ არ მოეწონათ ამირან გამყრელიძის თანამშრომლებს და კომენტარებში მომწერეს, რომ ეს არის ტყუილი და სირცხვილია, ამ იაფფასიანი ამბებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანაო!

რასაკვირველია, პასუხებიც მიიღეს საზოგადოებისგან, მაგრამ ჩემი მეგობრის, საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძის  ჩართვამ პოლემკაში, უმალ შემოიყვანა თავად მომსახურე ფირმის ,,თრეველ შოფის“ დირექტორი, რომელიც უსუსურად იმართლებდა თავს და ტყუილიაო, იქამდე იძახდა, ვიდრე ფოფხაძემ არ დაწერა – კაი, ახლა შვეიცარიაში მოვიკითხავ, საქართველოდან ამ დღეებში რამდენი ჯავშანია ნებისმიერ სასტუმროშიო!

ამას მოჰყვა ის, რომ ,,თრეველ შოფის“ დირექტორმა  ნიკ მანჯგალაძემ, არიქა, მართლა არ გაიგონ, ვინ მიფრინავს შვეიცარიაშიო, არც აცია და არც აცხელა, გამოგვიცხადა – ხვალ დილით ადრე, პროკურატურაში მივდივარ და გოგოსაშვილს უნდა ვუჩივლო ჩემი ფირმის საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვისო! არადა, ეს იმ დროს, როცა არათუ მისი ფირმის, არამედ გამყრელიძეების ოჯახისთვის არანაირი ჩრდილი არ მიმიყენებია!!!

აღვნიშნე ფაქტი და მორჩა!!!

რამდენიმე წუთში ვიგებ იმასაც, რომ „თრეველ შოფის“ დირექტორს ნიკ მანჯგალაძეს, ასევე აქვს რესტორანი ,,Z10“ და რომ შაბათის საპროტესტო აქციის არათუ მონაწილეა, არამედ ერთ-ერთი ორგანიზატორიც!

კი ბატონო, მეც მივესალმები  ქალაქში ნებისმიერი ობიექტის გახსნას, თავისუფლად გადაადგილებას ტრანსპორტით, მაგრამ…..

ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმანაც, რომ თურმე, პრივილეგირებულ ადამიანებს, პრივილეგირებული ტურისტული ფირმები (ტურისტული ფირმების უმეტესობა, ლოქდაუნის პირობებში დაკეტილია და ლამის გაკოტრებული), მიმართავენ ვიპ პერსონები, ჯავშნიან უცხოეთში ზამთრის კურორტებზე სასტუმროებს, იღებენ ბილეთებს და ვითომც არაფერი? ანუ ეს ლოკდაუნები და ქვეყნის ჩაკეტვა, მხოლოდ მე, თქვენ და მათი აზრით, დაბალ ფენას გვეხებააა?!!

ამირან გამყრელიძის ვაჟს ერთხელ თუ დაემართა უცხოეთიდან იმპორტირებული ვირუსი, ღმერთამა კარგად ამყოფოს, მაგრამ მეორედ ამის რისკი მის ეპიდემიოლოგ მამას არ ანაღვლებს?

ანდა ამ ქვეყანაში როდის უნდა დამთავრეს საზოგადოებითვის თვალში ნაცრის შეყრა, დიდი დოზით?

კუბოების სიმრავლით რომ გვემუქრება პაატა იმნაძე, თავის მილიონნახევრიან სახლში რემონტზე რამდენიმე ხელოსანს რატომ ამუშავებს, რა, იქ დისტანციას იცავენ და ნიღბებს არ იხსნიან სახიდან?!

კარანტინის ზონები ხომ სულ თქვენი და თქვენი ახლობლების სასტუმროებში მოაწყვეთ, ბიუჯეტიდანაც ხომ ურიცხეთ მილიონობით ლარი და ისრიალებთ შვეიცარიაა, საფრანგეთ, ჩეხეთში რა გენაღვლებათ?

1-ლ თებერვალს საქართველოს საჰაერო სივრცე იხსნება და როგორც კოლეგა ლალი მოროშკინა წერს: „საჯაროდ მივმართავ ჩემს მაღალჩინოსან მეგობრებს!

თბილისი პატარა ქალაქია და უკვე ყველამ იცის თქვენი ჯავშნები მალდივებზე და ალპებში.

ძალიან გთხოვთ, ისე ნუ იზამთ, ტრაპამდე ვერ მიასწროთ…

სრულად დაჯავშნილია ემირატების, ძვირადღირებული რეისი!!!!“

ჰოდა, ჩვენზე  დამაშვრალო მთავრობავ, ისემც გიქნიათ, სულ თქვენ წასულხართ და უკან აღარ დაბრუნებულხართ ძვირადღირებული კურორტებიდან! ამ თქვენს მიერ  ჩამოქცეული ეკონომიკის, გაღატაკებულ საქართველოში თქვენი ადგილი არ არის , არც თქვენი ნებიერა შვილების და მეუღლეების, არც საყვარლებისა და სიდედრების, ჰოდა იფრინეეთ და დაისვენეთ,  ვიდრე არ მოგბეზრდებათ, კისერიც გიტეხიათ!

ძახილი იმის, რომ დავრჩეთ სახლში, რომ ვისწავლოთ ფეხით სიარული საკუთარ ოჯახის წევრებს, საახლობლოს და „ნაშებს“ უთხარით, ღამღამობით, „ვიპ რესტორნებში“ რომ გრიალებენ და ქუჩაშიც კომენდანტის საათის დროს, თქვენივე გაცემული „ნარუშილოვკებით“ აღმა-დაღმა რომ დაჰქრიან ძვირადღირებული ჯიპებით!!!

ირინე გოგოსაშვილი, ალია

თეგები: ამირან გამყრელიძენიკოლოზ გამყრელიძეპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved