• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, შაბათი, 25 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ დაგეგმა გიორგი ახობაძის წინააღმდეგ სპეცოპერაცია და რა დარღვევებია საქმეში? – მედია

ალია ავტორი - ალია
23:30 01-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
424

რა დარღვევებია რეჟიმის მამხილებელი ექიმის საქმეში?

ყველაფერი 7 დეკემბერს, ღამის 12 საათზე დაიწყო.  „შაბათის ეთერთან“ ექიმის მეგობარი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც თამარაშვილის ხიდის ქვეშ ექიმი მოულოდნელად საპატრულო პოლიციამ გააჩერა,  რამდენიმე წამში კრიმინალური პოლიციის მინიმუმ 8 თანამშრომელი სამი ავტომობილით გაჩნდა, რის შემდეგაც სამართლმცველებმა გიორგი ახობაძე ავტომობილიდან გადაიყვანეს და მის ჩხრეკა დაიწყეს, ლევან ბერიძე კი მოშორებით ძალის გამოყენებით გაიყვანეს და საგამოძიებო მოქმედებას არ დაასწრეს.

ჩხრეკიდან რამდენიმე წამში, გიორგი ახობაძის ჯიბიდან პოლიციამ დიდი ოდენების ნარკოტიკული ნივთიერება “ალფა პევეპე” ამოიღო.

ადვოკატების და ახლობლების თქმით, სწორედ ამის შემდეგ აქციების მონაწილე ექიმის წინააღმდეგ საქმის გაყალბების და მისი დისკრედიტაციის მთელი სპეცოპერაცია დაიწყო.

დარღვევა ნომერი პირველი – გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექიმს ნარკოტიკული ნივთიერება ნამდვილად ჰქონდა, ის პოლიციამ არ ჩაუდო და ჩხრეკის დროს ამოიღეს. არადა მსგავს დანაშაულზე სამართლამცველებს ვიდეო გადაღების პირდაპირი ვალდებულება აქვთ და ეს კანონში თავად “ოცნების” საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაწერა.

საქმიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელები გააქრეს, დაკავების ოქმში წერია, რომ დაკავების ადგილზე მხოლოდ 3 სამართლამცველი იმყოფებოდა, გადაღება კი ვერცერთმა ვერ მოახერხა, რადგან მობილური არ ჰქონდათ.

საქმის მასალებში თავად სამართალდამცველები აღიარებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა – ამ ჩვენებას გამოძიებას ახობაძის ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი აკაკი კობერიძე აძლევს.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ახობაძის წინააღმდეგ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აქვს დაწყებული – ანუ პოლიციამ  მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე იცოდა, რომ ექიმი სანაპიროზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკით გადაადგილდებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ვერ მოახერხეს ადგილზე ისეთი ჯგუფის გაშვება, ვინც დაკავების და ჩხრეკის გადაღებას შეძლებდა.

რატომ არ არსებეობს საქმეში ნეიტრალურ მოწმე? –  „შაბათის ეთერთან” პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი ამტკიცებს, რომ დამკავებელი პოლიციელები ნეიტრალური  მოწმეები არიან და სხვა პირების დასწრება ამ პროცესზე საჭირო არ იყო.

ვინ დაგეგმა ექიმის წინააღმდეგ სპეცოპერაცია? – „შაბათის ეთერის” წყაროს ინფორმაციით, აქტივისტების სადამსჯელო ოპერაცია რეჟიმმა გომელაურის მოადგილეს შალვა ბედოიძეს ჩააბარა. ბედოიძე სანქცირებული მაღალჩინოსანი და გომალურის ნდობით აღჭურუვილი პირია.

პოლიციელები, ვინც სავარაუდოდ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, “შაბათის ეთერთან” დაიმალნენ – კამერასთან არ ჩნდება არც საქმის მთავარი გამოძებელი გრიგოლ კაჭკაჭიშვილი.

საქმეში არსებულ უმძიმეს დარღვევებზე პასუხი არც პოლიციას და არც პროკურატურას არ აქვს. სამხილების ფალსიფიცირების ოპერაციაში კი ადვოკატების განცხადებით, ჩაერთო სასამართლოც. მოსამართლემ იურისტებს უარი უთხრა დაკავების ადგილზე დამონტაჟებული 112-ის  კამერების ჩანაწერების ამოღებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახობაძის დაკვების დროს ადგილზე 8 პოლიციელი იმყოფებდა, მობილურებიც ჰქონდათ და ნარკოტიკის ჩადებაც მოხდა.

ასევე, დაკავებიდან თვენახევრის შემდეგ, პროკურატურას და შსს-ს არ დაუდგენია, საიდან შეიძინა ან ვისგან გიორგია ახობაძემ ნარკოტიკული ნივთიერება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved