• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ქალი, რომელიც თავს “გეპეის” დეკანად ასაღებდა და აბიტურიენტების ოჯახებს ფულს სძალავდა

ალია ავტორი - ალია
16:06 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 48 წლის ქალი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ლია ვაჩაძე აბიტურიენტების ოჯახებს ატყუებდა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი იყო და შეეძლო, ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა. ის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინით უზრუნველყოფასაც ჰპირდებოდა,-ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

საქმეში პროკურატურა მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაზარალებულებმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ვინაობით ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთოდ არავინ მუშაობდა. “კურიერთან” საუბრისას დაზარალებულები ჰყვებიან, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის, ლია ვაჩაძე აბიტურიენტებს ონლაინგაკვეთილებსაც უტარებდა.

თავად ბრალდებულს ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. როგორც ადვოკატი “კურიერთან” ამბობს, დაკავებული შოკურ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკითხვის საშუალებას არ იძლევა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი არ უარყოფს, რომ გამოძიების მასალებში საუბარია, დაახლოებით, 120 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებაზე. სავარაუდო დანაშაული 2019 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თაღლითობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თვითმარქვია დეკანის წინააღმდეგ პროკურატურაში უკვე 10 საჩივარი დევს, თუმცა გამოძიება დაზარალებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

თაღლითობაში ბრალდებული ახლა პენიტენციურ დაწესებულებაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ციხეში, მინიმუმ, ექვსი წლის გატარება მოუწევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved