“მთავარი არხის” ინფორმაციით, პირი, რომელიც დედოფლისწყაროში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილია. შემთხვევა გუშინ, 23 აპრილს მოხდა, სამართალდამცველებმა გოჩიტაშვილი რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებული დედოფლისწყაროში ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, “მთავარი არხის” ინფორმაციით, გიორგი გოჩიტაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალები სთხოვა, უარის შემდეგ კი მისი სახლის ჭიშკარს მეგობრის კუთვნილი სატვირთოთი დაეჯახა.
გარდა ამისა, “მთავარი” ინფორმაციით, გოჩიტაშვილმა დაკავებამდე გზად რამდენიმე, მათ შორის შსს-ს კუთვნილი მანქანაც დააზიანა.
ამჟამად გოჩიტაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.
კომენტარები