• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი – განათლება, სამუშაო გამოცდილება, ხელფასი, საქმეები – დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:51 02-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

ჩახნაშვილის გვარი ფიგურირებს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში. 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირს, მათ შორის, მაკო გომურს მან დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. მოქალაქეების დაზარალებულად ცნობას სასამართლოში საია ითხოვდა, რომელიც ამბობს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

ნინო ჩახნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ 2019 წლის ივლისიდან დაინიშნა, სადაც თელავის რაიონული სასამართლოდან გადმოიყვანეს და მას დაეწერა განსახილველად ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მაშინ ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ ჩახნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში კონკურსის გარეშე გადმოიყვანა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 2019 წლის 31 დეკემბერს ძალაში დატოვა აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა ნიკა რურუას მიმართ.

მან ასევე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს.

მისი ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური სახელფასო სარგო შეადგენდა 62 703 ლარს.

მისი მეუღლე გელა აშაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობს და მისი წლიური სახელფასო სარგო 14 789 ლარია.

2019 წელს ნინო ჩახნაშვილმა 5 000 დოლარის ღირებულების ავტომანქანა იყიდა, ხოლო მისმა მეუღლემ, გელა აშაძემ ბათუმში სასტუმროს ნომერი, აპარტამენტი შეიძინა 39,3 კვ.მ.

ნიო ჩახნაშვილმა 2004 წელს დააამთავრა ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი
სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, მოგვიანებით გაიარა სხვა საკვალიფიკაციო გამოცდები, მათ შორის ადვოკატის და მოსამართლის.

2006 წელს გაიარა სასამართლო სისტემაში სტაჟირება და 2007 წლიდან სასამართლოში მუშაობის უწყვეტი სტაჟი აქვს, თუმცა მხოლოდ 2018 წელს დაინიშნა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

თეგები: ნიკა მელიანინო ჩახნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved