• რეკლამა
  • კონტაქტი
00:52, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ივანიშვილის საყრდენი, ვის აფარებს ხელს და რა საოცრებებს შეიძლება ველოდოთ? – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
15:08 05-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
897

პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია, სასამართლოს რეფორმაზე საუბრისას, ამბობს:

“საზოგადოებას რომ ვუთხრათ, რომ სავლე შეიძლება იქცეს პავლედ, ამ მოლოდინის გაჩენაც კი შეცდომა მგონია… მაშინ ხომ ასეთები არ იქნებოდნენ? აქამდე ხომ არ მიიყვანდნენ? გვარამიას მაგალითი – ადამიანი ციხეში ჩასვეს იმიტომ, რომ საკუთარი კომპანიის მანქანას იყენებდაო… ზღვარს გაცდნენ… ყველა კრიტიკულ მომენტში, არჩევანი კეთდება იმის სასარგებლოდ, რაც ივანიშვილის და მისი გარემოცვის აზრით, მათ ძალაუფლებას განამტკიცებს ქვეყნის შიგნით… პუტინისტებთან შეკრულნი არიან, ბუნებრივი მოკავშირები არიან… 5 ივლისი ყველაზე მძიმე გამოვლინება იყო, თორემ წლებია ასეა. ამასთან ერთად სიამოვნებით მიიღებდნენ იმას, რაც აქამდეც ჰქონდათ, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებთან ერთად, უნდა ევროკავშირში შესვლა, მაგრამ, ბუნებრივია არ უნდა ომი და ამ პროპაგანდას ეფექტი აქვს, იქნებ გავძვრეთ… ეს დიდი შეცდომაა, მათ ატყუებენ, მაგრამ ეს პროპაგანდა მუშაობს… თუ ეს ბოლი მათ დარჩებათ, სიამოვნებით გააკეთებენ ამას, ოღონდ რეალურად ეს ქვეყანა ამ კაცის და მისი გარემოცვის ხელში მიდის დასავლეთის, ევროკავშირის, ნატოს საპირისპირო მიმართულებით,.

მე მგონია, ეს ფანჯარა აღმოჩნდება რამდენიმე კვირიანი… ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ნული გვაქვს შანსი დაძვრის, თუმცა საოცრებები გამორიცხული არ არის, უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის, დაგვიანებულად დასავლეთის მხრიდან რუსეთის საფრთხის ბევრად უფრო ადეკვატურად შეფასების გამო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ოღონდ ეგ იქნება, არა იმიტომ რომ სავლე პავლედ იქცა და სასამართლო რეფორმა ჩაატარეს…

ამ კაცმა თქვა, რომ მე ღიად, ამ იდეოლოგიის, ამ პროპაგანდის, ავტორიტარიზმის გაძლიერების გზაზე ვდგევარ, და როცა კი რომელიმე ჩვენი ეროვნული ინტერესი დაუპირისპირდება მის ამ ინტერესს… და ეს გარდაუვალია… ყველა ვითარებაში ამას აირჩევს, მის ძალაუფლებას ეჭვის ქვეშ არ დააყენებს. სასამართლოს თავისუფლება ბევრად უფრო მოტივირებული, პროდასავლური ხელისუფლებებისთვისაც კი აღმოჩნდა პრობლემა.

5 ივლისის ორგანიზატორებს რატომ არ იჭერს? ვიღაცამ ეს კითხვა უნდა დასვას.

კარგი, ებრვის ოპოზიციას, მედიას, მაგრამ პუტინისტებს, ვინც იძახიან, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობაზე უარი უნდა თქვას, რუსული ბაზები უნდა იყოს აქო… ღია პროპაგანდაა, ეს ხალხი მოსკოვში დადის… ჩვენ მტრებთან, ვისაც ჩვენი გადადგურება უნდა იმათთან არიან ერთ სულ და ერთ ხორც.. რატომ შეიძლება ასეთ ხალხს ხელს აფარებდე?

იმიტომ რომ ეს არის მისი საყრდენი და თუ ამ ნაბიჯებს გადადგამს, მის ძალაუფლებას ბზარი უჩნდება და ეგ არის მისთვის მთავარი, ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი.”

 

http://

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved