• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის დღეს დაპატიმრებული “კანონიერი ქურდი”, რომელიც ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს დედის დახმარებით აწყობ­და?

ალია ავტორი - ალია
12:48 02-03-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
351

“ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად “ჯვარსკი“ დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს“ – შსს-მ ბოლო 24 საათში “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის 45 პირი დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 45 პირი და­ა­კა­ვეს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, ვაჟა სი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კი­დევ 15 პირს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა – ნა­წილს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ნა­წილს კი და­უს­წრებ­ლად, მათ შო­რის 3 ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და მო­და­ვე მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი ეწყო­ბო­და, რომ­ლებ­შიც სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ – სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძე (თვა­ლჭ­რე­ლი­ძე) მეტ­სა­ხე­ლად „სუხო“ და პეტ­რე ბაქ­რა­ძე მეტ­სა­ხე­ლად „პა­ა­ტა ტბი­ლის­კი“ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ისი­ნი ერ­თვე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და ერთ-ერთი მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ, ე.წ. ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დგინ­დე­ბა, რომ ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ რე­ვაზ უბი­ლა­ვა მეტ­სა­ხე­ლად „ჯვარ­სკი“ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის – დე­დი­სა და ძმის დახ­მა­რე­ბით, აწყობ­და ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს და გა­მოჰ­ქონ­და ე.წ. „ქურ­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი“. პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე მათ­გა­ნი სხვა პი­რებ­თან ერ­თად და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­სა და ე.წ. „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. პო­ლი­ცი­ის მიერ ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 223-ე კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved