• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის და რითი გამოირჩევა “ხარება” – ხელისუფლება სპეცრაზმს აძლიერებს და ძალოვანებისთვის აღჭურვილობას ყიდულობს

ალია ავტორი - ალია
11:38 11-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,056

რაზე დგას “ქართული ოცნების” ხელისუფლება – 2013 წელს, როდესაც ივანიშივლის გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, შსს-ს, პორკურატურისა და კუდ-ის დაფინასნება ჯამურად 600 მლნ ლარს არ აჭარბებდა. მომავალ წელს, იგივე უწყებები ჯამში 1 მილიარდ 100 მილიონ ლარს აითვისებენ.

ცხადია, ეს ფული რეპრესიული მანქანის გაძლიერებაში მიდის, თორემ რიგითების ხელფასები ბოლო წლების განმავლობაში არ გაზრდილა, სამაგიეროდ დამაჯერებელი ტემპით იზრდება ხელისუფლების ყველაზე შავი დავალებების შემსრულებლების ქონება.

ხელისუფლება სპეცრაზმებს აძლიერებს. ოპოზიციის მასშტაბური პროტესტის პარალელურად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი სადამსჯელო აღჭურვილობის რაოდენობას ზრდის. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცრაზმის აღჭურვილობას განსაკუთრებით გასაიდუმლოებული და სასწრაფო წესით ყიდულობს. 

გომელაურის უწყება ჩქარიბს. სპეციალური დანიშნულების რაზმისთვის აღჭურვილობის შესაძენად ტენდერში წინადადებების მიღება 17 ნოემბერს დაიწყო და 2 დღეში გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ, კონკრეტული ჩამონათვალი, რა ტიპის აღჭურვილობის შეძენა იგეგმება გასაიდუმლოებულ შესყიდვაში არ გვხვდება. 

როგორც ჩანს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ვახტანგ გომელურმა დავალებების უსიტყვოდ შესრულება დაუფასა და ახლა, მორიგი მძიმე ბრძანებების შესასრულებლად მათ განსაკუთრებით აძლიერებს. ის, ვისაც გომელაურმა სრული ნდობა გამოუცხადა, ზვიად ხარაზიშვილია – იგივე ხარება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელი.

კიდევ ერთი წყარო, რომელიც წლების განმავლოაბაში სპეცრაზმში მუშაობდა, “მთავარ არხს” უყვება, რომ ზვიად ხარაზიშვილი ძალოვანების უმრავლესობაში, უკანონო ბრძანებების გამო, გაღიზიანებასა და ზიზღს იწვევს. ხარება ფიგურირგებს 20 ივნისის გავრილობვის ღამეს, როცა სპეცრაზმი მშვიდობიან მომიტინგეებს დათვის ტყვიებით გაუსწორდა. ხარაზიშვილი ამ დროს ყველაზე მკაცრად გაწვრთნილ სპეცდანიშნულების დანაყოფს „შავნაბადას“ ხელმძღვანელობდა, სწორედ ეს დანაყოფი იდგა წინა რიგებში, მაშინ როდესაც სპეცრაზმი მომიტინგეებს დამიზნებით ესროდა. 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხარაზიშვილი ვახტანგ გომელაურის პროტეჟეა და მის უშუალო მფარველობაში იმყოფება. ასევე, ხარაზიშვილი აფგან მუხთარლის გატაცებასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლში ჩაცხრილვის საქმეშიც მთავარი ფიგურანტია. 

როგორც ჩანს, გომელაურმა ხარებას უკანონო დავალებებეის შერულება დაუფასა და სწორედ ამიტომ , 2021 წლის იანვარში დააწიანურა, სწორედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფრისის სტატუსით ხელმძღვანელობდა “ხარება” “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმსა და ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას.

დავინტერსედით რა ქონებას ფლობს “ქართული ოცნების” უკანანო დავალებების შემსრულებელი ზვიად ხარაზიშვილი. ოფიციალურ დეკლარაციაში მას მხოლოდ უძრავი ქონების ნაწილი აქვს მითითებული. დეკლარაციაში მითითებულ მისმართზე ის 15 წელია აღარ ცხოვრობს.  ეს ინფორმაცია მისმა მეზობლებმაც დაგვიდასტურეს.

mtavari.tv

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved