კოვიდ 19-ით ახალგაზრდა რუსთაველი მამაკაცი, ზურა მესხი გარდაიცვალა. 46 წლის მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფიში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
პაციენტი მკურნალობის კურს გადიოდა, 16 აგვისტოს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.
“ინფო რუსთავის” ცნობით, ზურა მესხი გარკვეული პერიოდი მუშაობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში, ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. ბოლო წლებში კი ბიზნესში იყო, ხელმძღვანელობდა რესტორან “იმპერიას”.
ინფო რუსთავი
კომენტარები