• რეკლამა
  • კონტაქტი
07:12, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც კახეთში ორი მოხუცი მოკლა – მკვლელობა ველისციხეში

ალია ავტორი - ალია
09:46 07-05-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
563

სანადირო იარაღიდან დამიზნებით ნასროლ რამდენიმე ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გივი კობერიძემ და მერაბ ზალუაშვილმა პენსია აიღეს, აფთიაქში წამლები იყიდეს და სოფლის ცენტრში ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. მათთან თანასოფლელი გიორგი ფარსადანიშვილი მივიდა, რომელმაც მოულოდნელად 71 წლის მოხუცები სასიკვდილოდ გაიმეტა. დანაშაულის ადგილი გურჯაანის რაიონი, სოფელი ველისციხეა.

მთავარი კითხვა, თუ რატომ ჩაიდინა საზარელი დანაშაული 32 წლის ახალგაზრდამ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ თანასოფლელები, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ველისციხეში რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, მათ შორის იმაზეც, რომ დანაშაულის მიზეზი შურისძიებაა. გამოძიების ვერსიით კი მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები, რომლებმაც დაინახეს თუ როგორ ისროდა ახალგაზრდა მამაკაცი პენსიონერების მისამართით.

ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შემდეგ, გიორგი ფარსადანიშვილი მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის დატოვებიდან მალევე დააკავეს.

მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევია. მოკლული მამაკაცების ოჯახის წევრები და ნათესავები მომხდარზე ვერაფერს ჰყვებიან. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მკვლელი დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამი იყო.

დაკავებულს ბრალი სავარაუდოდ ხვალ დაუზუსტდება, მანამდე კი გიორგი ფარსადანიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved