• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არიან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“?

ალია ავტორი - ალია
19:51 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ამ ეტაპისთვის, საარჩევნო კამპანიებს პოლიტიკური პარტიები აქტიურად აწარმოებენ და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. ამ დრომდე, 50-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ზურაბ უტიაშვილს.

ზურაბ უტიაშვილი, რომელსაც 24 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, საკმაოდ საინტერესო გუნდთან ერთად გეგმავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუშაობას.

წარმოგიდგენთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში მაჟორიტარობის კანდიდატებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“:

1.      ნაირა სეხნიაშვილი – ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით პედიატრია და „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მოქმედი თანამშრომელია;

2.      რამაზ უტიაშვილი – ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,რომელიც პროფესიით ეკონომისტია და გურჯაანის საკრებულოს მოქმედი წევრია;

3.      ლადო მუსალბიშვილი – სოფელ გურჯაანისა და ჭანდრისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით დიპლომატიის ისტორიკოსია და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოქმედი უფროსია;

4.      ზაქარია შოშიაშვილი – სოფელ ველისციხისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის კახეთის სამართველოს მოქმედი თანამშრომელია;

5.      ვანო ბერიძიშვილი – სოფელ ბაკურციხისა და კოლაგისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა და გურჯაანის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა;

6.      არჩილ ხანდამაშვილი – სოფელ ვეჯინისა და ძირკოკისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით ფინანსისტია და 2017-2021 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის არჩეული მერი იყო, ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი ნდობის მანდატით;

7.      ლევან ხაზიური – სოფელ ახაშნის, მუკუზნის, ზეგაანისა და ჭერმისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით იურისტია და გურჯაანის საკრებულოში იურიდიული კომისიის მოქმედი თავმჯდომარეა;

8.      ლერი ჩხეტიანი – სოფელ ვაჩნაძიანის და კალაურისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით სატყეო ინჟინერია;

9.      თეიმურაზ ქევხიშვილი – სოფელ ვაზისუბნის და შაშიანისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით პედაგოგი და გურჯაანის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი წევრია;

10.  ვანო ბურდიაშვილი – სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მოქმედი თანამშრომელია;

11.  ალექსანდრე ბასილაშვილი – სოფელ კარდენახის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა და გურჯაანის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის კომისიის მოქმედი თავმჯდომარეა;

12.  ვაჟა მამისაშვილი – სოფელ ნანიანის, ქოდალოს, ჯიმითის, არაშენდის, დარჩეთის, ზიარისა და ფხოველის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით აგრონომია და გურჯაანის საკრებულოს მოქმედი წევრია;

13.  გივი რამაზაშვილი – სოფელ კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, მელაანისა და ჩალაუბნისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პროფესიით ზოოინჟინერია და გურჯაანის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის მოქმედი თავმჯდომარეა;

როგორც წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების სიიდან ირკვევა, „ქართული ოცნებას“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში თავისი კანდიდატი ეყოლება.

როგორც ზურაბ უტიაშვილი აღნიშნავს, მუნიციპალიტეტისთვის დიდი საქმეების გასაკეთებლად ორი მთავარი პირობაა – გუნდი და მოსახლეობის ჩართულობა პროცესებში.

„მოსახლეობასთან შეხვედრებს, ყოველთვის გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად ვმართავ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია საქმის გარშემო ერთიანობა და ვფიქრობ, რომ დიდი საქმეების გასაკეთებლად ორი მთავარი პირობა უნდა იყოს შექმნილი. ერთი ეს არის თავად მოსახლეობის აქტიურობა, პროცესებში ჩართულობა და მჭიდრო კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მეორე, ეს არის გუნდი, რომელიც ამ ერთობლივი მუშაობის აღსრულებას უზრუნველყოფს და ეგებს ხელშესახებს გახდის. მე დარწმუნებული ვარ, რომ სოფლებსა თუ ქალაქში ჩვენი მაჟორიტარები მიიღებენ დიდ მხარდაჭერას და ოქტომბერში, ერთიანი ძალებით შევუდგებით ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებისა და მშენებლობისთვის მუშაობას,“ – განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ყველა მუნიციპალიტეტში თავისი მერობის კანდიდატი ჰყავს დასახელებული და მათი საარჩევნო ნომერია 41.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved