• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომლებსაც აფეთქებას უპირებდნენ

ალია ავტორი - ალია
12:43 01-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,502

ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ში წლე­ბია ფი­გუ­რი­რებს. 34 წლის და­ვით და გი­ორ­გი (გოგა) ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ არი­ან ნა­სა­მარ­თლე­ვი.

1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ერთ-ერთი ბოლო და­კა­ვე­ბა შსს-მ 2016 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 2016 წლის 3 და 4 სექ­ტემ­ბერს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ თბი­ლის­ში სამი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პირი და­ა­კა­ვა – გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი, ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე და გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

ამ სამი პი­რის და­კა­ვე­ბა და­ემ­თხვა სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბას, რო­მე­ლიც ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გია ჯო­ხა­ძის ძმა იყო. ტყუ­პი ძმა და ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი (ბა­დუ­კა) ნა­თო­ბა­ძე ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­სა და ჯო­ხა­ძე­ებს და­პი­რის­პი­რე­ბაც ჰქონ­დათ.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მის სახ­ლთან მუდ­მი­ვად იდ­გნენ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი, თუმ­ცა, მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და.

ამას­თან, ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ფე­იქ­რიშ­ვილ­თან ერ­თად შსს-ს მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბის დღეს ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძეს­თან ერ­თად იმ მან­ქა­ნა­ში იჯდა, რი­თაც ნა­თო­ბა­ძე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

შსს იუ­წყე­ბო­და, რომ 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამო­ი­ღეს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ერთი მჭი­დით, 30 ცალი ვაზ­ნა და ერთი შეკ­ვრა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.

ფე­იქ­რიშ­ვი­ლი 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­შიც და­ა­კა­ვეს ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­კუ­თარ სახ­ლთან. მას ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად, თუმ­ცა მა­შინ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გოგა ფე­იქ­რიშ­ვილს პო­ლი­ცი­ამ ია­რა­ღი ჩა­უ­დო. ის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­დი­და სას­ჯელს, 2016 წლის 30 ივ­ნისს კი ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და.

გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა გია უდე­სი­ანს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” “ზონ­დერ-ჯგუ­ფე­ბის” მე­თა­უ­რად” მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლს, მისი სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ე.წ მა­ზავ­ში­კე­ბის საქ­მე­ში, რა დრო­საც და­ვით გაგ­ნი­ძე, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე და კახა მი­სი­რე­ლი და­ა­კა­ვეს.

და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ე.წ “მა­ზით” 140 000 დო­ლა­რი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი. თან­ხის გა­დახ­და მის მო­ვა­ლეს გა­უ­ჭირ­და და დახ­მა­რე­ბის­თვის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს „ავ­ტო­რი­ტე­ტის“ ვახ­ტანგ (ვატო) ყი­ფი­ანს მი­მარ­თა.

ყი­ფი­ა­ნი უკ­რა­ი­ნი­დან თბი­ლის­ში და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. მა­შინ გავ­რცელ­და ყი­ფი­ა­ნი­სა და ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რიც, სა­დაც ისი­ნი თან­ხა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ყი­ფი­ა­ნი ფე­იქ­რიშ­ვილს ეუბ­ნე­ბო­და, “ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით”, ასეთ დროს მო­გე­ბუ­ლი თან­ხის 20 პრო­ცენ­ტი სად უნდა წა­სუ­ლი­ყო. ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კი ყი­ფი­ანს პა­სუ­ხობ­და, რომ ეს წე­სე­ბი, უკვე აღარ არ­სე­ბობს.

ძა­ლოვ­ნებ­მა გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე, და­ვით გაგ­ნი­ძე და კახა მი­სი­რე­ლი 2010 წლის ივ­ლის­ში, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­ა­კა­ვეს. მან­ქა­ნა სამ­რე­ცხა­ოს­თან რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ა­ჩე­რეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­იქ­რიშ­ვილს ელოდ­ნენ, რომ­ლის­თვი­საც თან­ხა უნდა გა­და­ე­ცათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან 40 700 დო­ლა­რია ამო­ი­ღეს და ეს თან­ხა, გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ვატო ყი­ფი­ანს კი და­მა­ტე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მო­გე­ბუ­ლი თან­ხა, 30 000 დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნა­ში ჰქონ­და ამო­ღე­ბუ­ლი.

მა­შინ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას დას­თან­ხმდა და ცი­ხი­დან მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ძმებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია მათ­ზე შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ძმე­ბის – გი­ორ­გი და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი დღეს და­ა­კა­ვა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არიან.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თბი­ლი­სე­ლი ძმე­ბის ლიკ­ვი­და­ცია უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­გეგ­მა და ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღისა და სპე­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ambebi.ge

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved