გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტია “საქართველოსთვის” საკუთარი და მეგობრების დანაზოგებით ფინანსდება. გახარია უარყოფს, რომ მას კეზერაშვილი აფინანსებს.
,,დღევანდელ დღემდე ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების, რომლბიც ვართ ამ პარტიის დამფუძნებლები, დანაზოგები. გვექნება ინოვაციური მექანიზმები დაფინანსების, ვასწავლით “ოცნებას”, როგორ არის პარტიის თეთრი დაფინანსების მექანიზმები კანონიერი, როგორ მუშაობს, ყველამ თავის დაფინანსებას მიხედოს”, – განაცხადა გახარიამ ,,რეაქციაში”
კომენტარები