• რეკლამა
  • კონტაქტი
05:14, ორშაბათი, 5 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია” – ზურა ბალანჩივაძე

ალია ავტორი - ალია
16:00 10-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
242

ჟურნალისტი, ზურა ბალანჩივაძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიას ვრცელი პოსტით ეხმიანება სოციალურ ქსელში.

“რაც უფრო დაბალია განათლებისა და ემპათიის დონე, მით უფრო თვითდესტრუქციულია საზოგადოება.

ირონიულად გვეღიმება ხოლმე ევროპის წამყვანი ქვეყნების მოსახლეობის გაფაციცებულ სიფრთხილეზე, სრულიად უცნობი და

არაგაჭირვებული ადამიანების მიმართ სოლიდარობაზე და ა.შ. გვეღიმება და გვგონია, რომ იქ მეტი სადარდებელი არა აქვთ.

ნაწილობრივ ეგრეცაა, რადგან ცხოვრების დონე იქ მაღალია, მაგრამ ეს მხოლოდ ეკონომიკის დამსახურება არაა, ეს, დიდწილად,ჯანსაღი განათლებისა და მაღალი სამოქალაქო შეგნების შედეგიცაა.

ერთი არასწორი მშენებლობა, ერთი უკანონო მიშენება/დაშენება, ერთი არგაკეთებული საავარიო გასასვლელი, ერთი არგაკეთებული პირბადე, ერთი ნასვამი საჭესთან… ნებისმიერი ერთი გამონაკლისი ყოველთვის ქმნის გამონაკლისების ჯაჭვს და ზრდის უბედური შემთხვევების შესაძლო რაოდენობას. და ჩვენ ყველაფერ ამის შედეგებს გარდაცვლილებით ვიმკით.

ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია.

იმიტომ, რომ ვართ არა განვითარებაზე, არამედ თვითგანადგურებაზე ორიენტირებული ხალხი. არ ვსწავლობთ, შორს არ ვიხედებით, მხოლოდ საკუთარ წამიერ მოგებაზე ვფიქრობთ და მერე “უფალო გვიშველე”-სა და “ღმერთო, გადაარჩინე”-ს იმედად ვართ.
ძალიან ადვილია ასე: ხალტურა ყველაფერში და მერე ვიღაც დაღუპულზე მოთქმა. 2-3 ცრემლიანი პოსტი და კომენტარი და მერე ისევ იგივე ცირკი, სანამ მომდევნო უბედურება არ მოხდება.

ვინ არის გარანტი, რომ მომდევნო შენ არ იქნები ან მე?
ვიღაცის არშეკრული ღვედის გამო,
ვიღაცის არასწორად დაპროექტებული შენობის გამო,
ვიღაცის ხრუშოვკაზე მიშენება/დაშენების გამო,
ვიღაცის დაზარებული პროფილაქტიკური შემოწმების გამო,
ვიღაცის აუცრელი ძაღლის გამო,
ვიღაცის აუცრელობის გამო,
ვიღაცის “უკეთესი” სანაცნობო წრის გამო…

ნამდვილად არ მინდა გლოვისა და ლანძღვის ქადაგება. ეგ ზუსტად რომ არ არის გამოსავალი. ყველამ ვიცით, რაც არის: ჩვენი საკუთარი საქციელი, შეგნება და ცვლილება. ვერცერთი ხელისუფალი ვერ შეგცვლის, თუ შენ თვითონ არ გინდა. და თუ ცვლილება გინდა, დაიწყე შენით და შენში.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას”, – წერს ზურა ბალანჩივაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved