• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიღაცის გულის მოგება უნდათ, თორემ არსად დედამიწის ზურგზე, ასეთი რამ არ ხდება… ვინ უთხრა, ვინ ასწავლა, არ ვიცი…“ – ოთო აბესაძე პრემიერის ინიციატივებზე

ალია ავტორი - ალია
19:15 02-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,262

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.

– ოთო, პრემიერმა  ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე  კონკრეტულ   მინისტრებს დაავალა, დაიბარონ სურსათის  ყველა მსხვილი იმპორტიორი და მათთან ერთად, დაარეგულირონ მაღალი ფასები. პრემიერის განცხადებით, ზოგიერთ საბითუმო პროდუქტზე ფასნამატი 60–80%–ს შეადგენს. პრემიერმა იქვე გაიხსენა, რომ სახელწიფოს მიერ  თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანამ, მედიკამენტებზე რეფერალური ფასების დაწესებამ გაამართლა, წამლების ფასებმა დაიწია და ჯამში, მოსახლეობამ 200 მილიონი დაზოგა მთვრობის ამ  ქმედების შედეგადო. რას იტყვი პრემიერის ამ ახალ ინიციატივაზე? ეს მთავრობის მიერ ბიზნესის კონტროლის მცდელობაა?

– რადიკალურად განსხვავებული რამეა, მედიკამენტებისა და სურსათის ბაზარი. მედიკამენტების ბაზარზე  არსებობს ხარისხის გარკვეული სტანდარტები და სურსათის შემთხვევაში, სხვა სტანდარტები არსებობს. მედიკამენტების წარმოება როდესაც ხდება, სტანდარტი არის ერთი, წარმოებული ფასი განსხვავებულია, წარმოების ხარჯი არის სხვა. რაც შეეხება სურსათს, ასე არ ანგარიშდება, ასე არ გამოყავთ  და არ გამოიჭრება სურსათის ფასი. პირდაპირ შემიძლია გითხრა, გადაჭარბების გარეშე, რომ  ეს პაკეტი თუ განხორციელდა ანუ  მთავრობამ თუ დააწესა ერთგვარი ზედა ზღვარი სურსათზე, მაშინ მივიღებთ ბაზრიდან ხარისხიანი პროდუქციის გაქრობას.  რატომ? ძალიან მარტივია, დავაჯამოთ  ერთი პაკეტი სტანდარტული მაკარონის ღირებულება რა არის ევროპაში და რა არის საქართველოში. ევროპაში ერთი პაკეტი მაკრონი ღირს 80–90 ევრო– ცენტი. მისი სადისტრიბუციო ღირებულება იქნება დაახლოებით 50–60 ევრო–ცენტი. ამას უნდა დაუმატო საქართველოში საქართველოში ტრანსპორტირება,  გადასახადები, ლოჯისტიკა, დახლზე განთავსება და ა.შ. გადასახადები ძალიან მაღალია საქართველოში.  შესაბამისად, ის ფასი, რაც საქართველოშია მოცემული, არის კონკურენტული ფასი. პირობითად, ვინმემ, რომ შემოიტანოს ძვირადღირებული მაკარონი, ვერ გაყიდის, რადგან  უკვე  ბაზარზე არსებობს დაბალფასიანი მაკარონი. ამ ბაზარში  სახელმწიფოს და ზოგადად, ხელოვნური  ჩარევა, სადაც ბაზარი არეგულირებს ფასებს, უაზრობაა. აგიხსნი, რატომ არის უაზრობა.  ერთადერთი,  რაც მთავრობამ შეიძლება პოზიტიური გააკეთოს ფასების დაწევის კუთხით, ეს არის მონეტარული პოლიტიკის სრული დაგეგმვა, საგადასახადო პოლიტიკის დასტაბილურება დ ა.შ. ბიზნესს წარმოდგენა არ აქვს, რა იქნება სამ თვეში ქვეყანაში, ისეთი არეული მონეტარული პოლიტიკაა, არ იცის, სამ თვეში რეზერვები რომ შეივსოს, რა ფასში მოუწევს ვაჭრობა. აქედან გამომდინარე, იჭერს მაღალ ტარიფს, რადგან დღეს თუ 1 დოლარი ღირს 1.63 ლარი, 3 თვეში რა ეღირება, კაცმა არ იცის. მოსალოდნელი რისკები რომ დააზღვიოს, ნებისმიერი იმპორტიორი მოიქცევა ასე, დაიჭერს მაქსიმალურ ფასს დოლართან მიმართებაში. შესაბამისად, მთავრობას თუ უნდა სიკეთე მოსახლეობისთვის, ფასების დაწევა პროდუქტებზე, უნდა დაარეგულიროს მონეტარული პოლიტიკა და დაასტაბილუროს საგადასახადო პოლიტიკა. ეს ავტომატურად გამოიწვევს ფასების კლებას. მთავრობა რასაც აპირებს, ეს გამოიწვევს ხარისხიანი პროდუქციის დახლებიდან გაქრობას. კი, გაჩნდება დაბალფასიანი და უხარისხო პროდუქცია, მაგრამ ეს რასაც ნიშნავს, მოსახლეობამ კარგად იცის, თუნდაც  ადამიანთა ჯანმრთელობის კუთხით.

– ანტიმონოპოლიური სამსახური რომ  ჩაერთოს  საქმეში და კანონის დაცვით  დაშალოს კარტელები, ებრძოლოს მონოპოლისტურ  ფასებს,  ეს უკეთესი ვარიატი არ იქნება? პრემიერმაც ახსენა  ამ კონტექსში ანტიმონოპოლიური სამსახური.

– 11 წელი ხელისუფლებაში არიან   და ახლა გაახსენდათ ანტიმონოპოლიური სამსახური? ახლა  ვერც ანტიმონოპოლიური დაარეგულირებს ფასებს, ვერ დაუშლის ბიზნესმენს და ვერ ეტყვის, ნუ გაყიდი შენს პროდუქციას 30%–იანი ფასნამატითო. არ უღირს ბიზნესმენს ამის  გაკეთება, მერე დაიხურება, საერთოდ გაქრება. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ფასების შესამცირებლად.  ვთქვი უკვე ზემოთ.

– ნავთობრპოდუქტებზეც იგივე ვითარებაა? მინისტრებს ნავთობიომპორტიორებთან შეხვედრაც დაავალა პრემიერმა.

– ანალოგიური სიტუაციაა, რა თქმა უნდა. მანდაც იგივე ხდება, ბევრი ხარჯი აქვს ნავთობიმპორტიორს–ტრანპორტირება, ლოჯისტიკური, კომუნალური, საგადასახადო… პრემიერის ეს ინიციატივა თუ განხორციელდა,  გაქრება პრემიუმ ბრენდები ქართული ბაზრიდან და დარჩება მდარე ხარისხის საქონელი. ეს არის პოპულიზმი, რომ ხალხის გული მოიგონ. მაგალითად, მე ვყიდულობ მაღალი ხარისხის მაკარონს, რომელიც 4.50 ლარი ღირს ერთი პაკეტი და იმას ვაჭმევთ ბავშვს. მერე მომიწევს რაღაც რუსული ნაგავი მაკარონის ყიდვა ორ ლარად, რომელიც მოხარშვისას იშლება. რითი არის გაკეთებული და ჯანმრთელობისვის რამდენად საზიანოა, ეს კიდევ სხვა პრობლებაა. არ არის ეგრე. შენ თუ გინდა ფასების დაწევა, წაახალისე კონკურენცია, რაც შეიძლება მეტმა შემოიტანოს პროდუქცია და დაიწევს ფასები. დასწიე გადასახადები, მონეტარული პოლიტიკა დაარეგულირე.

– ეს პოპულისტური გადაწყვეტილება, დაბალშემოსავლიანი მოსახლებისთთვის არის გამიზნული?

– ვიღაცის გულის მოგება უნდათ, ეს ცხადია. არსად დედამიწის ზურგზე, რეალური  საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, ასეთი რამ არ ხდება. ვინ უთხრა, ვინ ასწავლა, არ ვიცი.

– პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩარევით და ასევე, „ნამახვანჰესი“, ოღონდ ახალი პროექტი  გაკეთდება, რომელშიც  გარემოზე უარყოფი ზემოქმედების საფრთხე მინიმუმამდე იქნება დაყვანილიო.

– ანაკლიის პორტის აშენება დაგვინდა. ახლა რომ ააშენო, რა აზრი აქვს? უკვე განაწილდა ახალი მარშრუტები მსოფლიოს გადაზიდვებში. ჰესიც ახლა რომ ააშენონ, ვფიქრობ, ესეც გვიანი იქნება, გაიჩინეს ელექტრო ენერგიის სხვა და სხვა წყაროები იმ კონკრეტულმა ქვეყნებმა, ვისთვისაც უნდა მიგვეწოდებინა გამომუშავებილი ელექტროენერგია. ახლა ჰესის მშენებლობა, რომ დაიწყონ, მინიმუმ 5 წელი ვერ დასრულება. რა იქნება 5 წელიწადში, არავინ იცის. იგივე ანაკლიის მშენებლობას 3 წელზე ადრე ხომ ვერ დაამთვრებენ?!  ახლა პორტი აშენებული, რომ ყოფილიყო, რუსეთის სანქციების დროს, შეგვეძლო გაგვეტარებინა ახალი ტვირთები. ტვირთების გადაზიდვის რუკაზე, ფოთის პორტის ამარა ვიყავით, მაგრამ ჩვენ  გვქონდა ადგილი, მაგრამ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ის ადგილი დავკარგეთ. დროის ფაქტორი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია ეკონიმიკაში. თურქეთმა უკვე გაზარდა საკუთარი პორტის გამტარუნარიანობა, სხვა ქვეყნებმაც იგივე გააკეთეს და ვის  რაღად უნდა ანაკლიის პორტი? ეს ადრე უნდა გაკეთებულიყო, ანაკლიის პორტი ჩაჯდებოდა  ტვირთგადაზიდვის ახალ რუკაში და იმუშავებდა. „ნამახვანის“  სახელმწიფოს ჩარევით აშენებას რაც შეეხება, ოღონდ აშენდეს და იყოს სახელმწიფო თანამონაწილე. ადრე აეშენებინათ  უკეთესი იყო, მაგრამ ეს ჰესი მაინც აუცილებლად ასაშენებელია.

თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved