პოლიტოლოგი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ლორთქიფანიძე:
შეუფასებლად დიდი როლი მიუძღვით მემარცხენეებს, სოციალისტებს თავდადებისა და გმირობის ყველაზე გამორჩეული მაგალითების შექმნაში, ღირსებისა და პატიოსნების სტანდარტის დაცვაში!
ვიღაცები მართლა გალაკონცერტზე ლოჟაში მოსაკალათებლად დადიან აქეთ-იქით. ჩვენ კი ყველგან ჩვენები და მათი გაკეთებული საქმეები გვიკვალავენ გზებს, რათა ჩვენს ხალხზე, მათ განსაცდელზე, ჩვენს ბუნებაზე, მის გადარჩენაზე ვისაუბროთ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძალიან ბევრ ანტისაბჭოთა აჯანყებას მემარცხენე შინაარსი ჰქონდა! არ დაგავიწყდეთ! უნგრეთში იმრე ნადი “ადამიანურ სოციალიზმზე” საუბრობდა, ჩეხოსკოვაკიაში ალექსანდრ დუბჩეკსაც ეიმედებოდა კონცეფციის “სოციალიზმი ადამიანური სახით”. ჩვენი მოძრაობის ბევრ წევრსაც მსგავსი ხედვის გვჯერა – არარეპრესიული, ნამდვილ დემოკრატიასთან და ეკონომიკურ თანასწორობასთან წილნაყარი სოციალიზმის.
ამ კარგი ხალხის იდეები, შუქი გვინათებს ოკრო-ბოკრო მოსახვევებს ბუდაპეშტსა თუ სხვა ქალაქებში.
იმედია, შევძლებთ ტრადიციის დამკვიდრებას და ყველა ვიზიტის პარალელურად კონკრეტული ქვეყნის მემარცხენე მემკვიდრეობაზე მოგიყვებით.
მადლობა ჩვენი მოძრაობის საერთაშორისო სულს…











კომენტარები