„იმედინიუსმა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის გიორგი ტაბატაძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არასაჯარო სტატუსი ასეთი ფორმით გაავრცელა: „პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა, ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის“.
ამ ფეისბუქ-სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ტაბატაძის ეს პოსტი საჯაროდ არ იძებნებოდა, „სქრინშოტს“ აზიარებდა უმეტესობა. ცოტა ხანში ილიას უნივერსიტეტის ლექტორმა საჯარო პოსტიც გაავრცელა:
„განცხადება.
ჩემს არასაჯარო, დახურულ ფეისბუქ გვერდზე დავწერე ირონიით და სარკაზმით ლაშა ტალახაძის ჩემპიონობის შესახებ. ირონია ეხებოდა სპორტის ზედმეტ პოლიტიზაციას. ვიღაც ნაძირალამ ჩემი სქრინი გაუგზავნა საინფორმაციო სააგენტოებს და მათაც ეს ირონია სერიოზულ ნათქვამად გამისაღეს.
ეს ყველაფერი არ ესაბამება სინამდვილეს, ჩემი სტატუსი არის ირონია, სარკაზმი, ვარ ლაშა ტალახაძის და სხვა ქართველი სპორტსმენების დიდი გულშემატკივარი, ხოლო საინფორმაციო სააგენტოების უმრავლესობა კი ნაძირალები.
მადლობა ყურადღებისათვის.“
კომენტარები