• რეკლამა
  • კონტაქტი
02:44, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიდრე ბოლომდე გვიან არ არის, ვთავაზობ ბატონ კობახიძეს…”- გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
12:56 03-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

ვიდრე ბოლომდე გვიან არ არის, ვთავაზობ ბატონ კობახიძეს გავაკეთოთ ერთობლივი საპარლამენტო დელეგაცია, სადაც როგორ ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი იქნება, წავიდეთ ბრიუსელში და დასავლელ პარტნიორებს ვუთხრათ, რომ საქართველოც იმსახურებს დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა და მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარის გაგზავნა, ან გაუგებარ შეხვედრებზე ყოფნა, რომელიც არაფრის მომტანი არ არის, შედეგს ვერ გამოიღებს.

“ძალიან გული მტკივა ხელისუფლების მერყევ პოზიციასთან დაკავშირებით, უკრაინამ თანადგომის ნაცვლად მიიღო ისეთი განცხადებები, რომელიც ხელს უშლის მოქმედებას საგარეო ასპარეზზე. არავის არ მოუთხოვია საქართველოს მთავრობისგან ომის რიტორიკა, რასაც კადრულობს „ქართული ოცნება“ არის სირცხვილი, ვითხოვდით ღირსეულ პოზიციას, გამხნევებას და ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგომას. იმედია, არავის უხარია რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების მოხსნა. პირველი სანქცირებული ქვეყანა ჩვენ ვიყავით და სანქციები დღემდე მოქმედებდა, დამიჯერეთ, როგორც კი შესაძლებლობა ექნება რუსეთი ამ სანქციებს უკან დააბრუნებს.

გუშინდელ დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა მხარემ გამოაქვეყნა, საქართველო-მოლდოვა უკრაინისგან ცალკეა ნახსენები. პირადად მე ევროპარლამენტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფრაქცია „ალდესთან“ დავაყენე საკითხი, რომ ეს სამი ქვეყანა ერთად ყოფილიყო, რაზეც დაგვეთანხმნენ. საქართველოს მთავრობამ დააგვიანა განაცხადის გაკეთება, ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და საერთაშორისო მექანიზმების ჩართვა გახდა საჭირო, ერთი კვირა გავიდა რაც შევთავაზე, რომ ერთად წავსულიყავით ბრიუსელში, გვეჩვენებინა ჩვენი ერთიანობა და გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები. მაინტერესებს რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ დაჩქარებული გაწევრიანების პროცედურა ჩვენზეც გავრცელდეს, მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარის გაგზავნა და გაუგებარ შეხვედრებზე ყოფნა, რომელიც არაფრის მომტანი არ არის, სამწუხაროდ, შედეგს ვერ გამოიღებს. არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს იმის, რომ ევროპა ჩვენს ნაცვლად საქმეს გააკეთებს. სანამ ბოლომდე გვიან არ არის, ვთავაზობ ბატონ კობახიძეს, გავაკეთოთ ერთობლივი საპარლამენტო დელეგაცია, სადაც როგორ ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი იქნება, წავიდეთ ბრიუსელში და დასავლელ პარტნიორებს ვუთხრათ, რომ საქართველოც იმსახურებს იმავე პროცედურებით გაწევრიანებას. ეს ნაბიჯები გადასადგმელია, მაგრამ არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

პირველ კლასში ბავშვს ხელზე რომ მოკიდებს ხელს და კალმით ასწავლის როგორ უნდა მოხაზოს, ღარიბაშვილის ხელმოწერაზე ეს გამახსენდა, თითქოს ვიღაცას ძალით ეჭირა მისი ხელი და აწერინებდა ხელს ამ დოკუმენტზე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved