თბილისში, ვაკის საარჩევნო საოლქო კომისიის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის აქტივისტი, ზვიად კუპრავა.
კუპრავა სთხოვდა პოლიციას – რომელსაც შენობის შესასვლელთან კორდონი აქვს გაკეთებული – შეეშვა ბეიჯიანი ხალხი, უბნის წარმომადგენლები.
ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები საპროტესტო აქციებს მართავენ თბილისის რამდენიმე უბნის საოლქო კომისიებთან, ასევე, ქუთაისში. ისინი საჩივრების დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იმავე ადგილზე კიდევ 3 ახალგაზრდა დააკავეს.
კომენტარები