• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, ორშაბათი, 13 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – უზრდელი ქალი ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი გაუტეხელი და ტუტუცი, არ მინახავს – გრიშა ონიანი

ალია ავტორი - ალია
14:12 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

„სტალინელი“ გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება:

“როგორც გადმომცეს გუშინ, 11 იანვარს, ფეისბუკზე დაიდო ვიდეო-რგოლი ჩემი ქცევის გამო.

პუშკინი ძალიან წუხდა, რომ შექსპირმა ქალი არარაობას შეადარა და ამით შეურაცხჰყო სიტყვა ‘’არარაობის’’ მხატვრული ღირსება. მე არ ვეთანხმები ამ შეფასებას, რადგან ქალი ჩემთვის ყველაფერია მას შემდეგ, რაც აზროვნება გამიჩნდა და მომყვება დღემდე. მაგრამ, ალბათ, ისიც სწორია, არა თუ საზოგადოება, არამედ ოჯახიც არ არსებობს სიმახინჯის გარეშე.

სანაპიროზე, ‘’ტროტუარის’’ გასწვრივ მიმავალ მანქანას როგორ უნდა შემექმნა საავარიო მდგომარეობა უკან მომავალი ტრანსპორტისთვის თუ სწრაფ დამუხრუჭებას არ გამოვიყენებდი, ან მეორე ხაზზე გაუფრთხილებლად არ გადავიდოდი? არცერთი მოქმედება იმ მომენტისათვის არ ჩამიდენია. ჩემი მანქანის წინ, სედანის ტიპის მანქანამ მყისიერად შემოუხვია და გააჩერა. სულ მცირე, ალბათ, სანტიმეტრებში შევძელი დამუხრუჭება, რომ მანქანის ძარას შუაზე არ დავჯახებოდი (ანუ ლაბავოი დარტყმა). სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი მანქანა ადგილიდან სწტაფად მოწყდა და შურდულივით გავარდა. არ დამინახავს მძღოლი კაცი იყო თუ ქალი. ვიდრე მანქანაში ჩავჯდებოდი დამრღვევ მანქანას საკმარისო მანძილი ჰქონდა გავლილი.

ვიფიქრე, იქნებ ოპერატიული მანქანაა და დამნაშავეს მისდევსთქო. . ამიტომაც შეასრულა მანქანის გაჩერების თავგანწირული ოპერაცია, მაგრამ ჩემს გარდაუვალი მარცხის გამომწვევი მიზეზი მაინც მაინტერესებდა. მანქანას მალე დავეწიე, შევხედე და საჭესთან ქალბატონი იჯდა. რამდენჯერმე ვანიშნე გაჩერება, მაგრამ მანქანას ხან აჩქარებდა და ხან შეანელებდა. ბოლოს, ბელიაშვილის ქუჩაზე მე წინ გადავუდექი და საშუალება არ მივეცი მოძრაობის. მანქანიდან გადავედი და ჩაწეული ფანჯრიდან, ხელში ტელეფონ მომარჯვებულმა ქალბატონმა იმის მაგიერ, რომ ან ბოდიში მოეხადა ან გავერკვიე რა მოხდა, უხეშად დამიწყო საუბარი და ‘’შემაშინა’’ –

– შენ იცი მე ვინ ვარ?! შენ იცი მე ვისი შვილი ვარ?!’’

– ვისი შვილიც არ უნდა იყო, უფლება არ გაქვს, რომ სხვისი შვილები ან მოხუცები ავარიაში მოაყოლო – ვუპასუხე მე ემოციურად.

– შენ ვინ ხარ?! რატომ ასეთი ტონით მელაპარაკები?!

– მე გრიშა ვარ ონიანი და სულაც არ მაინტერესებს ან შენ ვინ ხარ და ვისი შვილი ხარ. მე მამაშენის და შენი გამზრდელის დედაც … მოვუკითხე.

უზრდელი ქალი ბევრი მონახავს, მაგრამ ასეთი გაუტეხელი და ტუტუცი, რომ მოხუცებულ კაცს ესე ეპასუხებოდეს და გამომწვევად ექცეოდეს, არ მინახავს.

ფეისბუკელებო, ვისაც სულითა და გულით გინდათ ასეთი ქალის დაცვა, ღმერთმა ყოველ დილა-საღამოს შეგახვედროთ, როგორც მე შემხვდა 11 იანვარს.

ქალთა სასაუბრო სივრცის წარმომადგენელს კი უნდა მოვახსენო, რომ გაცნობის მიზნით, როგორც თქვენ პოსტში ავრცელებთ და წერთ, სულ არ მიცდია მისი დევნა და შეჩერება – ჩემი ასაკიდან გამომდინარე.”

შეგახსენებთ, გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გრიშა ონიანის და ქალბატონის საუბარია ასახული:

თეგები: გრიშა ონიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved