აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კრის სოჩამ ონლაინ ვებინარზე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა:
“სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიდის განხილვა სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს ორი ვარიანტი: პირველი – სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს; მეორე – შეზღუდვა მოგზაურობაზე. თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ. ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ რომ ეს მას [ივანიშვილს] უნდა აღელვებდეს.”
წყარო – ტაბულა
კომენტარები