თურქეთში იახტაზე რამდმენიმე ქალი გაშიშვლდა და ერთმანეთს, მობილური ტელეფონით, ფოტოებს უღებდნენ – ე.წ. შიშველი ფოტოსესიის გამო რამდენიმე უკრაინელი ქალი დააკავეს. შემთხვევა მუღლის პროვინციაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ფოტოგადაღების პროცესი მეორე იახტიდან შეამჩნიეს და გადაიღეს, რის შედეგადაც კადრები ინტერნეტში მოხვდა და ადგილზე პოლიცია მივიდა. ფოტოსესიის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მათ მთელი დღე დაკითხვაზე ყოფნა მოუწიათ, თუმცა საბოლოოდ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, შიშველი ფოტოსესიის გამო გასულ თვეს რამდენიმე ქალი დუბაიშიც დააკავეს.
კომენტარები